Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/429903
Title: | მისალოცი ბარათი |
Other Titles: | დალი ბასილაძე-მილორავას საოჯახო ალბომიდან |
Keywords: | პორტრეტი მილორავა, პაატა ლევანის ძე (1959-2014) მისალოცი ბარათი Спраздником 8 Marta! რეჟისორი სცენარისტი მწერალი |
Abstract: | პაატა მოლორავა დაიბადა 1959 წლის 27 ივნისს, თბილისში, მწერალ ლევან მილორავას ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და 1990 წელს კიევის ივ. კარპენკო-კარის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის სპეციალობით.საკუთარი სცენარებით გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: ,,იქ, ჩვენთან“, ,,წინა დღეს“; სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: ,,ვირთხა“, ,,ჯერ შეიცადეთ!..“ ფილმ ,,ვირთხა“-ს პრიზები: 1992 წელს - კიევის საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე ,,ოქროს არწივი“, პრიზი საუკეთესო რეჟისორული დებიუტისთვის; 1993 წელს - ქალაქ ლუნდის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს; 1994 წელს - ქალაქ ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე - საუკეთესო ფილმისთვის. 2006 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც დადგა წარმატებული სპექტაკლები: ,,კეთილშობილი მორიელი ბა“, ,,სიკვდილისთვის განწირული ათეული“, ,,გოდოს მოლოდინში“. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტსა და საჯარო სკოლაში. იყო ტელეკომპანია ,,რიონის“ საავტორო გადაცემა ,,ტაიმი“-ს ავტორი, რეჟისორი და თანაწამყვანი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შემოქმედებითი გაერთიანება ,,მამული“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი. კინოსტუდია ,,ქართული ფილმი“-ს სასცენარო- სარეჟისორო საბჭოს წევრი. იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი. მონაწილეობდა სამაჩაბლოს კონფლიქტსა და აფხაზეთის ომში. პაატა მილორავა 2014 წლის 24 მაისს, 54 წლის ასაკში ქუთაისში გარდაიცვალა. |
Description: | სარვამარტო მისალოცი ბარათი. ,,ჩემო ტკბილო საყვარელო დედა! გილოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს. იამაყეთ თქვენი პატარა პაატათ. გკოცნით თქვენი პატარა პაატა." |
Owner: | დალი ბასილაძე-მილორავა |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
P. Milorava 0021.jpg | რექტო | 99.62 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.