ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/433702
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.date.accessioned2023-02-28T11:52:28Z-
dc.date.available2023-02-28T11:52:28Z-
dc.date.issued1979-05-09-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/433702-
dc.descriptionცენტრში დგას კიმოთე წოწკოლაური. რექტოზე სამახსოვრო მინაწერილი შვილიშვილს დავით წოწკოლაურსen_US
dc.description.abstractკიმოთე დავითის ძე წოწკოლაური - დაიბადა 1920 წლის 20 მაისს, დუშეთის რაიონის სოფელ ხეობაში. საშუალო განათლება მიიღო თიანეთის სოფელ ტუშურებში. 1939 წელს დუშეთის რაიონის სამხედრო კომისარიატმა გაიწვია სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 1941 წელს სამამელო ომმა მოუსწრო და იბრძოდა უკრაინაში, ქ.ტაგანროკში, აგრეთვე მელიტოპოლსა და მარიოპოლში, სადაც ჩავარდა ტყვედ და მოხვდა გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში. 1944 წელს გაიქცა და იტალიის მთებში შეურთდა იტალიელ პარტიზანებს, ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობდა ბრძოლებში გროსეტოს პროვინციაში (ტოსკანას ოლქი). ომის დამთავრების შემდეგ დაოჯახდა. 1951 წლის 29 დეკემბერს, როგორც ტყვედ ნამყოფი, ოჯახთან ერთად გადასახლებულ იქნა სამხრეთ ყაზახეთის ოლქში, სამი წლით. დაბრუნების შემდგომ ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ომის პერიოდში მიღებული ჰქონდა 12 მედალი და ორდენი. 1970 წლიდან იტალიელი პარტიზანების მოკითხვისა და მიმოწერის შედეგად, საქართველოში ჩამოდიოდნენ პარტიზანთა საბჭოს წევრები, იტალიის კომუნისტური პარტიის ორგანოს გაზეთმა „უნიტამ“ სტატიები მიუძღვნა ქართველი მებრძოლის პარტიზანულ ბრძოლებში მიღწეულ წარმატებებს. კიმოთე წოწკოლაურის ფსევდონიმებით მოიხსენიებდნენ „მასიმო“ანუ „ქარნერა“, „გრანდე პარტიზანო“. ერნანდო გასტრონემ (იტალიის პარტიზანთა საბჭოს თავმჯდომარე) ჩამოუტანა ჯუზეპე გარიბალდის მეორე ხარისხის მედალი. წლების განმავლობაში გრძელდებოდა ქართველ და იტალიელ პარტიზანთა ურთიერთობა.en_US
dc.subjectწოწკოლაური, კიმოთე დავითის ძე (1920-2005)en_US
dc.subjectმეორე მსოფლიო ომიen_US
dc.subjectპარტიზანიen_US
dc.titleკიმოთე წოწკოლაური 9 მაისის ზეიმზე გორშიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderდავით წოწკოლაურიen_US
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Kimote_Tsotskolauri (3).jpg211.13 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Kimote_Tsotskolauri (4).jpg140.27 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება