Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/433784
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.coverage.spatial | ნაჭარმაგევი — ერთ-ერთი სამეფო რეზიდენცია შუა საუკუნეების საქართველოში; ახლანდელი სოფ. კარალეთის (გორის რაიონი) ადგილზე. ნაჭარმაგევის სასახლესთან არის დაკავშირებული X-XIII საუკუნეების საქართველოს ბევრი პოლიტიკური და სამხედრო მოვლენა: 1110 წელს ნაჭარმაგევში შეყარა დავით აღმაშენებელმა ლაშქარი, როდესაც თრიალეთში თურქ-სელჩუკთა შემოსევა აცნობეს; დემნა უფლისწულის შეთქმულების დამარცხების შემდეგ ნაჭარმაგევში შეიკრიბა დარბაზი და გიორგი III-მ თავის თანამოსაყდრედ თამარი გამოაცხადა (1178); აქვე წარდგა თამარის წინაშე მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებული (1191) მისი ყოფილი მეუღლე იური ანდრიას ძე; 1225 ნაჭარმაგევში შეყარა მეფე რუსუდანმა ლაშქარი ჯალალედინის წინააღმდეგ გასალაშქრებლად. შემდგომ საუკუნეებში საქართველოს პოლიტიკური სიძლიერის დაქვეითებასთან ერთად ნაჭარმაგევის სამეფო რეზიდენცია თანდათან დავიწყებას მიეცა. | en_US |
dc.date.accessioned | 2023-02-28T13:04:49Z | - |
dc.date.available | 2023-02-28T13:04:49Z | - |
dc.date.issued | 2020-08-01 | - |
dc.identifier.uri | https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/433784 | - |
dc.description | მარცხნიდან: ჯემალ ინჯია, გიზო თავაძე და გიორგი ხორბალაძე. | en_US |
dc.description.abstract | გიზო თავაძე (13.07.1959) – ისტორიკოსი, მწერალი, პოეტი. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ხელმძღვანელი (1987-1994), საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების იმერეთის სადროშოს თვმჯდომარე (1990-2000), ქუთაისის თვითმმართველი მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი (2009-2011), ქუთისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის დირექტორი (2011-დღემდე). ჯემალ ინჯია − (1937), მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა გორში. დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გორის კულტურის საქალაქო განყოფილების გამგედ, გაზეთ „გამარჯვების” განყოფილების გამგედ, შიდა ქართლში საქინფორმის საკუთარ კორესპონდენტად, გორის განათლების მუზეუმის დირექტორად, გაზეთების „ქართლისა” და „ლიტერატურული გორის”, ჟურნალ „ქართლის” მთავარ რედაქტორად. 1981 წლიდან ხელმძღვანელობს მწერალთა კავშირის გორის ორგანიზაციას. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1955 წელს ალმანახ „ლიახვში”. გამოცემული აქვს კრებულები: „ლიახვმა თქვა”, „კალენდარი”, „ლირიკული დღიური”, „სილუეტი”, „ლირიკა”, „თავთავები”, „ნამუსის ქუდი”, „ასი ლექსი სიყვარულზე”, „დავიწყებული ვალსები”, „სონეტების გვირგვინი”, „ასი ლექსი”, „რჩეული”. ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც, თარგმნილი აქვს ლუის დე კამოენსის, ბლოკის, მაიაკოვსკის, ესენინის, ლუკონინის, ტიხონოვის, მარშაკის, ასაევის პოეზიის ცალკეული ნიმუშები. გიორგი ხორბალაძე – (1981), ქართველი პოეტი. დაიბადა ქარელში. დაამთავრა ქარელის მე-2 საშუალო სკოლა. 2004 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2013 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა; 2010 წელს მუშაობდა გორის №3 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. 2010-2011 წლებში იყო გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. 2011 წელიდან დღემდე, გიორგი ხორბალაძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. ამავდროულად, არის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. არის 2 პოეტური კრებულისა და ოცამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ლექსების პირველი კრებული – „მთვლემარე განთიადი“ (2003); მეორე კრებული – „წვიმის სურათი“ (2007). მისი ლექსები შეტანილია უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში. | en_US |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.subject | ჯგუფური ფოტო | en_US |
dc.subject | თავაძე, გიზო (1959) | en_US |
dc.subject | ინჯია, ჯემალი (1937) | en_US |
dc.subject | ხორბალაძე, გიორგი (1981) | en_US |
dc.subject | პოეტი | en_US |
dc.subject | მწერალი | en_US |
dc.subject | მთარგმნელი | en_US |
dc.title | ჯემალ ინჯია, გიზო თავაძე და გიორგი ხორბალაძე | en_US |
dc.title.alternative | გიზო თავაძის ფოტო-ალბომიდან | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | გიზო თავაძე | en_US |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
G.Tavadze 0048.jpg | რექტო | 134.28 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.