Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/438848
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.contributor.authorЗязева, А.-
dc.coverage.spatialსოჭი (აფხ. Шәача, ადიღ. Шъачэ, ბერძ. Σότσι, ქართ. სოჭი) - ქალაქი რუსეთში, მდებარეობს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე (რუსეთის შავი ზღვის სანაპირო) კრასნოდარის მხარეში, მოსკოვიდან 1615 კმ-ის დაშორებით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია საკურორტო ქალაქი სოჭი. სოჭი არის ყველაზე დიდი საკურორტო ქალაქი რუსეთში, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კერა, ისევე როგორც მთავარი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე. მას ასევე არაფორმალურად მოიხსენიებენ, როგორც რუსეთის ზაფხულის, სამხრეთ და საკურორტო "დედაქალაქს". 2012 წელს ჟურნალმა Forbes-მა სოჭი აღიარა ქვეყნის საუკეთესო ქალაქად ბიზნესის წარმოებისთვის. 2007 წელს სოჭი აირჩიეს XXII ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქად. 2009 წლის 15 სექტემბერს სოჭი შეუერთდა ოლიმპიური ქალაქების მსოფლიო კავშირს. ოლიმპიადისთვის მზადების დროს ქალაქისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯა 324,9 მილიარდი რუბლი, საიდანაც კერძო ინვესტიციამ 221 მილიარდი რუბლი შეადგინა. 2018 წელს ქალაქმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა.en_US
dc.date.accessioned2023-03-27T14:11:06Z-
dc.date.available2023-03-27T14:11:06Z-
dc.date.issued1952-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/438848-
dc.descriptionანდრია სინაურს ღია ბარათს სწერდა ეთერი: "პატ. ანდრია ბიძია! ნეტა აქ იყოთ, ამ ხალხში ცხოვრობდეთ. აი, ჩემი ნატვრა, რადგან სულიერად დამშვიდდებოდი, დროებით მაინც. ისეთი კმაყოფილი ვარ, როგორც არასდროს. აი ხალხი, დიდი რუსი ხალხი და თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ მათ შორის ვარ. ყველა უბრალოა, მოსიყვარულე და ადამიანური. მომიკითხეთ პატივისცემით ნადია დეიდა. ვჩქარობ თქვენს ნახვას. ეთერი."en_US
dc.description.abstractანდრია სინაური (ნამდვილი გვარი ანდრო ივანეს ძე სინაურიძე) (17.11.1896-8.12.1976) – პოეტი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ინაშაურში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი). 1905 წლიდან სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ კერძო გიმნაზიაში, 1912 წლიდან ხელმოკლეობის გამო მოუხდა საწავლებლის დატოვება. 1913 წლიდან სწავლობდა კრონშტადტის სამხედრო-საზღვაოსნო იუნგთა სკოლაში, სადაც როგორც სამხედრო სკოლა, მოსწავლეები თავისუფალი იყვნენ გადასახადებისგან. 1915 წელს იმპერიალისტური ომის დაწყებისთანავე სკოლა დაიხურა, ანდრია გადაიყვანეს მოქმედ არმიაში... 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისას წითელი არმიის ოფიცერი გახდა. ხელმძღვანელობდა ჯარის კულტურულ-საგანმანათლებლო სამსახურს. მაგრამ თავი იჩინა სამოქალაქო ომში მიღებულმა ტრამვებმა, ჩაეკირა სახსრები, მკურნელობა ამაო აღმოჩნდა, 1925 წლის მაისიდან ანდრია სინაური ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. ავადმყოფობის პერიოდში სინაური აქტიუარად ჩაება ლიტერატურაში, იგი ავტორია მრავალი პოეტური კრებულისა, სისტემატიურად ქვეყნდებოდა მისი პოემები, ლექსები და სტატიები ჟურნალ-გაზეთებში. მისი შემოქმედების უმთავრესი თემებია: სამშობლო, ჩვენი ქვეყნის გმირული წარსული და თანამედროვეობა. განსაკუთრე-ბულ ყურადღებას იპყრობს სამამულო ომის ფრონტზე გმირულად დაღუპული ერთადერთი შვილისადმი მიძღვნილი ლექსები. მისი პოეზია გამოირჩევა შინაგანი სიმტკიცით და მებრძოლი პათოსით. ჯერ ინვალიდის ეტლში, სიცოცხლის ბოლო წლებში, კი სარეცელს მიჯაჭვულმა 55 წელი გაატარა. გარდაიცვალა 1976 წელს 80 წლის ასაკში, დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავი-ლას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მთელი საკუთარი ქონება გადასცა სახელმწიფოს მომავალი თაობების განვითარებისთვის. მის სახლში მოქმედებს მისივე სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ლიტერატურული სახლი. დაჯილდოებულია 2 მედლით მამაცური შრომისთვის და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისგან საპატიო სიგელით. იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პერსიონერი.en_US
dc.language.isokaen_US
dc.publisherИздание артели «Сочфото» г. Сочиen_US
dc.relation.ispartofseriesМА 10261;-
dc.subjectსაფოსტო ბარათიen_US
dc.subjectПОЧТОВАЯ КАРТОЧКАen_US
dc.subjectმაგნოლიის ყვავილებიen_US
dc.subjectЦветы магнолииen_US
dc.titleგამარჯობა სოჭიდან = Привет из сочиen_US
dc.title.alternativeანდრია სინაურის საოჯახო ალბომიდანen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderქუთაისის ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლიen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
A, Sinauri 0004 b.jpgვერსო129.08 kBJPEGThumbnail
View/Open
A, Sinauri 0004 a.jpgრექტო111.29 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.