ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439192
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.coverage.temporalმე-20 საუკუნის 80-იანი წლებიen_US
dc.date.accessioned2023-03-28T13:04:08Z-
dc.date.available2023-03-28T13:04:08Z-
dc.date.issued2023-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439192-
dc.descriptionმარცხნიდან: გონერი ჭეიშვილი, ზურაბ კუხიანიძე და ალეკო გეგია. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.en_US
dc.description.abstractგონერ ჭეიშვილი (2.09.1944, ქუთაისი - 2021). დაამთავრა ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლა და ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წრის ხელმძღვანელად, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ტექნიკურ რედაქტორად, ჟურნალ "განთიადის" პროზის განყოფილების გამგედ, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად, ჟურნალ "მწვანეყვავილას" სარედაქციო კოლეგიის წევრად. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პრემია, დავით კლდიაშვილის სახელობის და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიები. ზურაბ კუხიანიძე - (30.09.1930-28.07.2023, ქუთაისი) - მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. 1954 წელს დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1954-1977 წწ. იყო ქუთაისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორი, ხოლო 1977 წლიდან - გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ქუთაისის ფილიალის დირექტორი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1952 წელს, ხოლო 1958 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული "გაფრენილი წეროები"; ავტორია ლირიკულ ლექსთა კრებულებისა "ბროწეულების ცეცხლი" (1963), "გულისცემა" (1970), "ათინათი" (1972), "როგორც ცერზე მიმინო" (1975), "როცა სისხლი ლაპარაკობს" (1977), "ეს ოთხი წელი" (1980) და სხვ., საბავშვო ლექსებისა ("კალიების კარნავალი", 1975), მოთხრობებისა ("წყალწითელა", 1971; "შატილელი შავლეგო", 1977) და სხვ. არის 40-მდე წიგნის ავტორი.დაკრძალულია მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ალეკო გეგია, მუშაობდა გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველოს" ქუთაისის ფილიალში გამომცემლად.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectჭეიშვილი, გონერი (1944-2021)en_US
dc.subjectკუხიანიძე, ზურაბი (1930-2003)en_US
dc.subjectგეგია, ალეკოen_US
dc.subjectპოეტიen_US
dc.subjectმწერალიen_US
dc.titleგონერი ჭეიშვილი, ზურაბ კუხიანიძე და ალეკო გეგიაen_US
dc.title.alternativeგიორგი ჭეიშვილის საოჯახო ალბომიდანen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderგიორგი ჭეიშვილიen_US
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
17.jpgრექტო13.57 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება