ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439454
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველი | მნიშვნელობა | ენა |
---|---|---|
dc.coverage.temporal | მე-20 საუკუნის 80-იანი წლები | en_US |
dc.date.accessioned | 2023-03-29T11:53:16Z | - |
dc.date.available | 2023-03-29T11:53:16Z | - |
dc.identifier.uri | https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439454 | - |
dc.description | მარცხნიდან: გონერ ჭეიშვილი, რეზო ჭეიშვილი და თორნიკე ერისთავი. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. | en_US |
dc.description.abstract | გონერ ჭეიშვილი (2.09.1944, ქუთაისი - 2021) - დაამთავრა ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლა და ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წრის ხელმძღვანელად, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ტექნიკურ რედაქტორად, ჟურნალ "განთიადის" პროზის განყოფილების გამგედ, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად, ჟურნალ "მწვანეყვავილას" სარედაქციო კოლეგიის წევრად. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პრემია, დავით კლდიაშვილის სახელობის და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიები. რეზო ჭეიშვილი (24.04.1933, ქუთაისი – 11.09.2015.) – მწერალი და დრამატურგი. სკკპ წევრი 1968 წლიდან. ქუთაისის საპატიო მოქალაქე. იყო: კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995), საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. მიღებული აქვს ჯილდოები: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, რუსთაველის პრემია, საბა (ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის). აღსანიშნავია „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1984, რეჟისორი ელდარ შენგელაია), რისთვისაც რეზო ჭეიშვილს მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია. დაკრძალულია მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თორნიკე ერისთავი (1954-2019, ქუთაისი)- მათემატიკოსი, მწერალი, პოეტი. 1980წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა- მათემატიკის ფაკულტეტი. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა გამომცემლობა "მოწამეთას" (ქუთაისი); მისი რედაქტორობით არაერთი ავტორის წიგნი გამოიცა; მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ გაზეთებში. პირველი წიგნი "ნუტრია" (მოთხრობა) გამოვიდა 1991 წელს, ლექსების პირველი კრებული "და ასე შემდეგ" – 2003 წელს. შემდეგ გამოიცა მისი პოეტური კრებულები: "ოიდა ოვშალე" (2003) "და მაინც მიწა" (2008.), "ათასმეერთე ფიქრი" (2018). დაკრძალულია მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. | en_US |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.subject | ჯგუფური ფოტო | en_US |
dc.subject | ჭეიშვილი, გონერი (1944-2021) | en_US |
dc.subject | ჭეიშვილი, რევაზი (რეზო) ბენედიქტეს ძე (1933-2015) | en_US |
dc.subject | ერისთავი, თორნიკე (1954-2019) | en_US |
dc.subject | სტუდიური ფოტო | en_US |
dc.subject | მწერალი | en_US |
dc.subject | სცენარისტი | en_US |
dc.subject | პოეტი | en_US |
dc.subject | მათემატიკოსი | en_US |
dc.title | გონერ ჭეიშვილი, რეზო ჭეიშვილი და თორნიკე ერისთავი | en_US |
dc.title.alternative | გიორგი ჭეიშვილის საოჯახო ალბომიდან | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | გიორგი ჭეიშვილი | en_US |
შესულია კოლექციებში: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
4.jpg | რექტო | 72.56 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება