Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439469
Title: | გონერ ჭეიშვილი, თემურ ლანჩავა, ავთანდილ ყურაშვილი, ზაალ ებანოიძე, თემურ ლანჩავა და სხვები |
Other Titles: | გიორგი ჭეიშვილის საოჯახო ალბომიდან |
Keywords: | ჯგუფური ფოტო ჭეიშვილი, გონერი (1944-2021) ლანჩავა თემური (25.04.1947) ყურაშვილი, ავთანდილი სერგოს ძე (1943) ებანოიძე, ზაალი (1939) ამყოლაძე, თემური (1957) უცნობი ქალბატონები პოეტი მწერალი დრამატურგი პუბლიცისტი |
Issue Date: | 2023 |
Abstract: | გონერ ჭეიშვილი (2.09.1944, ქუთაისი - 2021) - დაამთავრა ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლა და ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წრის ხელმძღვანელად, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ტექნიკურ რედაქტორად, ჟურნალ "განთიადის" პროზის განყოფილების გამგედ, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად, ჟურნალ "მწვანეყვავილას" სარედაქციო კოლეგიის წევრად. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პრემია, დავით კლდიაშვილის სახელობის და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიები. ავთანდილ ყურაშვილი (1943) - მწერალი, პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი. ზაალ ებანოიძე (07.01.1939) – მწერალი. პოეტი. მიღებული აქვს: 2010 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია; 2006 - ლადო ასათიანის სახელობის პრემია; 2000 - ღირსების ორდენი. თეიმურაზ ლანჩავა (25.04.1947) - დრამატურგი, მწერალი, პოეტინოველების პირველი კრებული "ჩემი მხიარული მოწყენილობა" 1974 წელს გამოსცა. ავტორია 40-მდე პროზაული და პოეტური კრებულისა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აფხაზურ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე. თემურ ამყოლაძე (26.02.1957. ზესტაფონი, როდინოული)- მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1978 წელს. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1978 წელს; იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია რამდენიმე წიგნისა: "დავიწყებული ამბავი" (1990), "ყაჩაღი დვალიშვილები" (1996, გივი ტყეშელაშვილთან ერთად), "ოცი წლის წინათ" (ლექსები, 2007), "ზღვარი" (ესეებისა და კრიტიკული წერილების ერთტომეული, 2008), "დადეშქელიანების ამბავი" (2014), ასევე ქრონიკებისა – "მიტროპოლიტ ნაზარის უკანასკნელი დღეები", "მამია გურიელის გახსენება", "იზიუმსკები", "წმინდა გიორგის ეკლესიის მცირე ნეკროპოლი" და სხვა; 1981 წლიდან მუშაობს ჟურნალ "განთიადის" რედაქციაში, არის რედაქტორის მოადგილე, ქუთაისში გამოსული არაერთი ლიტერატურული გაზეთისა და მრავალი წიგნის რედაქტორი, იკვლევს ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებს; მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ცხოვრობს ქუთაისში. არის ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორის მოადგილე. |
Description: | ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. |
Owner: | გიორგი ჭეიშვილი |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.