Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/44124
Title: | მამუკა ჭავჭავაძე, პრასკოვია შატიხინა–ჭავჭავაძე, მიხეილ ჭავჭავაძე |
Keywords: | ჯგუფური ჭავჭავაძე, მამუკა (მაკარ) რამაზის (რომანის) ძე (1836-1916) შატიხინა–ჭავჭავაძე, პრასკოვია ნიკოლოზის ასული (1841-1912) ჭავჭავაძე, მიხეილ მამუკას (მაკარის) ძე (1869–1936) |
Abstract: | მიხეილ (მამუკა) ჭავჭავაძე - მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905 წწ.) მანჯურიის არმიის შემადგენლობაში, შემდგომ - პირველ მსოფლიო ომში. რამდენჯერმე იყო დაჭრილი. დაჯილდოებულია: წმ. სტანისლავის მე-3 და მე-2, წმ. ანას მე-4, მე-3 და მე-2, წმ. ვლადიმერის მე-4 ხარისხების ორდენებითა და მრავალი მედლით. მამუკა (მაკარ) ჭავჭავაძე - მონაწილეობდა დუნაისპირეთის სათავადოებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში თურქების წინააღმდეგ (1853-1854 წწ.-ში); 1855 წლიდან - სევასტოპოლის დაცვაშია. 1860 წლიდან, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, მუშაობდა სხვადასხვა სამოქალაქო დაწესებულებებში. სამსახურიდან გადადგა “დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის” წოდებით. დაჯილდოებულია: წმ. ვლადიმერის მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 და მე-2 ხარისხების, ლომისა და მზის სპარსული მე-2 ხარისხის ორდენებით და ასევე მედლებით. პრასკოვია ნიკოლოზის ასული შატიხინა–ჭავჭავაძე - პოეტი, მთარგმნელი. გ. ლეონიძის სახ. ლიტ. მუზეუმში დაცულია პრასკოვია შატიხინა-ჭავჭავაძის 1903 წლით დათარიღებული ლექსი (ხ-7251) რუსულ ენაზე მიძღვნილი ილია ჭავჭავაძისადმი |
Description: | მარცხნიდან: მამუკა ჭავჭავაძე, პრასკოვია შახიტინა–ჭავჭავაძე, მიხეილ ჭავჭავაძე |
Owner: | დავით ჭავჭავაძე |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Cavchavadze-115.jpg | 195.35 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.