Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/443979
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.coverage.temporal21-ე საუკუნის 10-იანი წლებიen_US
dc.date.accessioned2023-04-27T13:10:07Z-
dc.date.available2023-04-27T13:10:07Z-
dc.date.issued1991-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/443979-
dc.descriptionფოტოს გადაღებულია ფილმ "ვირთხა"-ს გადაღების დროს.en_US
dc.description.abstractპაატა მოლორავა (27.06.1959, თბილისი - 24.05.2014, ქუთაისი) - დაიბადა მწერალ ლევან მილორავას ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და 1990 წელს კიევის ივ. კარპენკო-კარის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის სპეციალობით. საკუთარი სცენარებით გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: „იქ, ჩვენთან“, „წინა დღეს“; სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: „ვირთხა“, „ჯერ შეიცადეთ!..“ ფილმ ,,ვირთხა“-ს პრიზები: 1992 წელს - კიევის საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე „ოქროს არწივი“, პრიზი საუკეთესო რეჟისორული დებიუტისთვის; 1993 წელს - ქალაქ ლუნდის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს; 1994 წელს - ქალაქ ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე - საუკეთესო ფილმისთვის. 2006 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც დადგა წარმატებული სპექტაკლები: „კეთილშობილი მორიელი ბა“, „სიკვდილისთვის განწირული ათეული“, „გოდოს მოლოდინში“. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტსა და საჯარო სკოლაში. იყო ტელეკომპანია „რიონის“ საავტორო გადაცემა „ტაიმი“-ს ავტორი, რეჟისორი და თანაწამყვანი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შემოქმედებითი გაერთიანება „მამული“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი. კინოსტუდია „ქართული ფილმი“-ს სასცენარო-სარეჟისორო საბჭოს წევრი. იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი. მონაწილეობდა სამაჩაბლოს კონფლიქტსა და აფხაზეთის ომში. გია ლეჟავა (26.11.1944-19.02.2011, თბილისი) - დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ლ. იოსელიანის და რ. მირცხულავას კლასი) 1969 წელს. 1970-1974 წწ. გამოდიოდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. 1974 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. 13 წლისამ შეასრულა გიმნაზისტის როლი ფილმში: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე...“ (კ. პიპინაშვილი, 1958). სერიოზული დებიუტი შედგა ფილმში: „თეთრი სახლები“ (ყ. მგელაძე, 1975), მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გადაღებულ 30-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: „მოცურავე“ (ი. კვირიკაძე, 1981), „ქართლოსიანთა საკურთხეველი“ (ა. აბაშმაძე, 1982), „სამი ალიყური“ (ე. ჟღენტი, 1982), „დიმიტრი II“ (რ. ხოტივარი, 1982), „პორფირიონი“ (შ. ჯორჯაძე, 1984), „რობინზონიანდა ანუ ჩვენი ინგლისელი პაპა“ (ნ. ჯორჯაძე, 1984), „დამშვიდობება“ (ზ. თუთბერიძე, 1987), „შემსრულებელი 977“ (ო. ლითანიშვილი, 1989), „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ (ზ. ურუშაძე, 1989), „სპირალი“ (გ. ჭოხონელიძე, 1990), „ვირთხა“ (პ. მილორავა, 1991), „შიში“ (ზ. სავანელი, 1995), „წარსულის აჩრდილები“ (ლ. თუთბერიძე, 1996), „ანთიმოზ ივერიელი“ (გ. ჭოხონელიძე, 2001), „ბზარი“ (ნ. ბასილაია, 2006). კინოსა და თეატრის მსახიობი.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectმილორავა, პაატა ლევანის ძე (1959-2014)en_US
dc.subjectრეჟისორიen_US
dc.subjectმწერალიen_US
dc.subjectსცენარისტიen_US
dc.subjectლეჟავა, გია (1944-2011)-
dc.subjectმსახიობი-
dc.titleგია ლეჟავა და პაატა მილორავაen_US
dc.title.alternativeდალი ბასილაძე-მილორავას საოჯახო ალბომიდანen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderდალი ბასილაძე-მილორავაen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
P. Milorava 0031.jpgრექტო91.83 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.