Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/444186
Title: პაატა მილორავა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, მარინა საღარაძე და სხვები
Other Titles: დალი ბასილაძე-მილორავას საოჯახო ალბომიდან
Keywords: ჯგუფური ფოტო
მილორავა, პაატა ლევანის ძე (1959-2014)
მეღვინეთუხუცესი, ოთარი ვახტანგის ძე (1932-2013)
გაბუნია, გურანდა (1938-2019)
საღარაძე, მარინა
მწერალი
სცენარისტი
რეჟისორი
მსახიობი
Issue Date: 2023
Abstract: პაატა მოლორავა დაიბადა 1959 წლის 27 ივნისს, თბილისში, მწერალ ლევან მილორავას ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და 1990 წელს კიევის ივ. კარპენკო-კარის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის სპეციალობით.საკუთარი სცენარებით გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: ,,იქ, ჩვენთან“, ,,წინა დღეს“; სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: ,,ვირთხა“, ,,ჯერ შეიცადეთ!..“ ფილმ ,,ვირთხა“-ს პრიზები: 1992 წელს - კიევის საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე ,,ოქროს არწივი“, პრიზი საუკეთესო რეჟისორული დებიუტისთვის; 1993 წელს - ქალაქ ლუნდის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს; 1994 წელს - ქალაქ ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე - საუკეთესო ფილმისთვის. 2006 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც დადგა წარმატებული სპექტაკლები: ,,კეთილშობილი მორიელი ბა“, ,,სიკვდილისთვის განწირული ათეული“, ,,გოდოს მოლოდინში“. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტსა და საჯარო სკოლაში. იყო ტელეკომპანია ,,რიონის“ საავტორო გადაცემა ,,ტაიმი“-ს ავტორი, რეჟისორი და თანაწამყვანი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შემოქმედებითი გაერთიანება ,,მამული“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი. კინოსტუდია ,,ქართული ფილმი“-ს სასცენარო- სარეჟისორო საბჭოს წევრი. იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი. მონაწილეობდა სამაჩაბლოს კონფლიქტსა და აფხაზეთის ომში. პაატა მილორავა 2014 წლის 24 მაისს, 54 წლის ასაკში ქუთაისში გარდაიცვალა. გურანდა გაბუნია(26.08.1938-5.02.2019) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი. ოთარ მეღვინეთუხუცესი (16.01.1932- 9.05.2013)— ქართველი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979), ორგზის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981, 2001), ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზის ლაურეატი (1991). მარინა საღარაძე- მსახიობი.
Description: ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.
Owner: დალი ბასილაძე-მილორავა
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
P. Milorava 0047.jpgრექტო114.42 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.