Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/447433
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.contributor.author | დოგრაშვილი, მ. თ. | - |
dc.coverage.spatial | ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ქუთაისის უდიდესი და უმთავრესი თეატრი. 1861 წლის 3 მარტს ქუთაისში, სცენისმოყვარეების მონაწილეობით, გაიმართა პირველი, ისტორიული წარმოდგენა, გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“, რომლითაც აღინიშნა ახალი მოძრაობის დასაწყისი ქართული თეატრის ისტორიაში. 1880 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი. 1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა დიდ ქართველი მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ალექსი-მესხიშვილი. 1928 წელს ქუთაისში დაარსდა მეორე სახელმწიფო თეატრი, ქუთაის-ბათუმის თეატრის სახელწოდებით, კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. ორი სათეატრო სეზონის განმავლობაში, ქართული თეატრის რეფორმატორმა, დიდმა რეჟისორმა, ქართული სცენის მსახიობთა ჭეშმარიტ თანავარსკვლავედდთან ერთად, აქ განახორციელა თავისი საუკეთესო დადგმები. 1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა. 1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2008 წელს მესხიშვილის თეატრში გაიხსნა 100 ადგილიანი მცირე სცენა და ქუთაისის თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმი. 2009-2010 წლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა მესხიშვილის თეატრის სამი მსახიობის სახელობითი ვარსკვლავი: ევა ხუტუნაშვილის, ანზორ ხერხაძის და ერემო სვანაძის. ქუთაისის თეატრის ისტორია მდიდარია ქართული თეატრისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწების სახელებით, მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენებით და ფაქტებით. | en_US |
dc.coverage.temporal | მე-20 საუკუნის 80-იანი წლები | en_US |
dc.date.accessioned | 2023-06-02T16:37:53Z | - |
dc.date.available | 2023-06-02T16:37:53Z | - |
dc.date.issued | 2023 | - |
dc.identifier.uri | https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/447433 | - |
dc.description | ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია. | en_US |
dc.description.abstract | ერემია სვანაძე (30.05.1932, ქუთაისი-2012) - მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი; ქუთაისის საპატიო მოქალაქე; აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი; ღირსების ორდენის კავალერი. გადაღებულია ფილმებში: 1957 - საბუდარელი ჭაბუკი, 1966 - პიერი მილიციის თანამშრომელი, 1971 - მოიტაცეს თამარ ქალი - ერემო. 2009 წელს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა ერემო სვანიძის სახელობითი ვარსკვლავი. ევა ხუტუნაშვილი (2.11.1949) - მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; სახელმწიფო, აკაკი წერეთლის, ნ. ჩხეიძის სახელობის პრემიების ლაურეატი; ღირსების ორდენის კავალერი; ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 2010 წელს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა ერემო სვანიძის სახელობითი ვარსკვლავი. | en_US |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.subject | ჯგუფური ფოტო | en_US |
dc.subject | სვანაძე, ერემია (1932-2012) | en_US |
dc.subject | ხუტუნაშვილი, ევა (1949) | en_US |
dc.subject | მსახიობი | en_US |
dc.subject | ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი | en_US |
dc.subject | სპექტაკლი | en_US |
dc.title | სცენა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლიდან | en_US |
dc.title.alternative | თეატრები | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | ნანული ცხვედიანი | en_US |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.