Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/4509
Title: | გიორგი ფირცხელანი ოჯახთან ერთად |
Keywords: | ჯგუფური ფოტო მესტია სვანეთი მედიატორი ფირცხელანი, გიორგი (1914-2002) |
Abstract: | გიორგი ფირცხელანი - დაბადებული შეძლებული უბატონო გლეხის ოჯახში. გიორგის მამა-პაპა ოდითგანვე იყვნენ ეკლესიების (წმინდა მთავარანგელოზის მიქაელის, ლახუშდის მაცხოვრის და მუხერიის წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძრების) რესტავრატორები და მცველები, რასაც დღეს მისი შვილები აგრძელებენ. გიორგის მამა-პაპა და გიორგი ფირცხელანი მთელ სვანეთში განთქმული მედიატორები იყვნენ. სვანური სამართლის, სისხლის აღების გამრჩევი კომისიის თავჯდომარე გიორგი ფირცხელანს შერიგებული ყავს ბევრი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ოჯახები. გიორგი იყო მრავალშვილიანი ოჯახის მამა. ყავდა 6 შვილი, ყველა უმაღლესი განათლებით და აქედან 2 პროფესორია. ამავე დროს გიორგი იყო სვანური სიმღერების და საგალობლების შემსრულებელი. პატრიარქი პირველად რომ ეწვია სვანეთს, ლახუშდის მაცხოვრის ტაძარში მოისმინა გიორგის და მისი ბიძაშვილების მიერ შესრულებული საგალობლები. დღეს ეს საგალობლები სრულდება საპატრიარქოში. |
Description: | ფოტო გადაღებულია მესტიაში. გადაღების თარიღი უცნობია |
Owner: | მესტიის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Pirtskhelani_Giorgi_01_recto.jpg | 984.51 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.