Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/454747
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.contributor.authorАнисонян, Р.-
dc.coverage.spatialᲛისალოცი ბარათი - ილუსტრირებული გაგზავნა, რომელიც გამოხატავს, სერიოზულად ან იუმორისტულად, სიყვარულს, კეთილ ნებას, მადლიერებას, თანაგრძნობას ან სხვა გრძნობები . მისალოცი ბარათები ჩვეულებრივ ფოსტით იგზავნება სპეციალური დღის ან მოვლენის დაცვით და შეიძლება დაიყოს ორ ზოგად კლასიფიკაციად: სეზონური და ყოველდღიური. სეზონურ ბარათებში შედის ის შობა , Ვალენტინობა , Დედის დღე , მამის დღე , აღდგომა , დამთავრება, ჰელოუინი და წმინდა პატრიკის დღე . ყოველდღიური ბარათები მოიცავს მათ ხსენების დაბადების დღე, იუბილე ან დაბადება; სამძიმარის, გილოცავთ ან მეგობრობის ბარათებს; ასევე კარგად გამაჯანსაღებელი ბარათები, სასაჩუქრე ბარათები, ბონ ვოიაჟის ბარათები და მადლობის ბარათები.en_US
dc.date.accessioned2023-08-09T18:32:30Z-
dc.date.available2023-08-09T18:32:30Z-
dc.date.issued1983-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/454747-
dc.descriptionბარათი ნაპოვნია "მაკულიტერატურას" გადასამუშავებელ მასალაში. გადღების ზუსტი დრო და ადგილი უცნობიაen_US
dc.description.abstractცნობილია, რომ თანამედროვე მისალოცი ბარათების ანალოგიურ ბარათებს, ჩინელები, ჯერ კიდევ, ათასი წლის წინ იყენებდნენ. თავდაპირველად, ბარათებზე, რომელიც საჩუქარს ერთვოდა, მხოლოდ სტუმრის სახელი ეწერა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მასპინძელი შინ არ იყო, მასზე მისალოც ტექსტს წერდნენ და საჩუქარს ისე ტოვებდნენ. საინტერესო ის არის, რომ ამ ბარათებზე დაწერილი ტექსტი არ განსხვავდებოდა ტექსტისგან, რომელსაც ჩვენ ანალოგიურ სიტუაციებში ვწერთ და ყველაზე ხშირად, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კეთილდღეობას უსურვებდნენ ერთმანეთს. XVIII საუკუნის შუა წლებში, პარიზში გამოჩნდა სავიზიტო ბარათები, რომლებიც, შობის წინა დღეს, ფოსტის კურიერებს მიჰქონდათ ადრესატებამდე. ასეთი სახით, სავიზიტო ბარათის პატრონები. პატივისცემას გამოხატავდნენ და დამდეგ დღესასწაულს ულოცავდნენ ნაცნობ-მეგობრებს. ხოლო, ღია ბარათების სამშობლოდ, ინგლისი ითვლება. სწორედ იქ გამოჩნდა 1843 წ. პირველი კომერციული საშობაო ბარათები. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ცნობილმა გამომგონებელმა, მეწარმემ და საზოგადო მოღვაწემ სერ ჰენრი კოულმა გადაწყვიტა ორიგინალურად მიელოცა შობა-ახალი წელი თავისი ოჯახისთვის და ნაცნობ მხატვარს, პატარა ზომის ბარათზე, ოჯახის წევრების დახატვა სთხოვა. ბარათის ზომა 12×7 სმ. იყო და მას ლამაზად შესრულებული წარწერა ამშვენებდა: «მხიარულ შობას და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!». საშობაო სიურპრიზმა გაამართლა – ღია ბარათმა წარმოუდგენელი წარმატება მოიპოვა. ის არა მარტო ოჯახის წევრებს, კოულის უამრავ ნაცნობ-მეგობარსაც მოეწონა და რადგან, იმ პერიოდისთვის, კოულის თანაავტორობით უკვე გამოსული იყო პირველი ოფიციალური საფოსტო მარკა «შავი პენი» და ამ მხრივ, გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდა, ბარათების ასლები დაბეჭდა და ფასიც დაადო – თითო ბარათი 1 შილინგი ღირდა. თავდაპირველად, ბარათები შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა, ხოლო მოგვიანებით, სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს. რაც შეეხება საფოსტო ღია ბარათებს, რომლის გაგზავნა კონვერტის გარეშე შეიძლებოდა, გერმანელებმა გამოიგონეს. ამ ბარათების პირველი ტირაჟი, ვენის საფოსტო განყოფილებებში, 1869 წ. გამოჩნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა, როგორც ევროპაში, ისე სხვა კონტინენტებზე.en_US
dc.language.isokaen_US
dc.publisherМинистерство связи СССРen_US
dc.subjectბარათიen_US
dc.subjectღია ბარათიen_US
dc.subjectსაფოსტო ბარათიen_US
dc.subjectღია საფოსტო ბარათიen_US
dc.subjectმისალოცი ბარათიen_US
dc.titleმისალოცი ღია საფოსტო ბარათიen_US
dc.title.alternativeღია საფოსტო ბარათებიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0324 b.jpgვერსო44.93 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0324 a.jpgრექტო164.61 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.