Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/47151
Title: დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე მოსწავლეებთან ერთად
Keywords: ჯგუფური ფოტო
კელენჯერიძე, მელიტონ სპირიდონის ძე (1864-1942)
სამხედრო პირი
სასულიერო სამოსი
Abstract: მელიტონ კელენჯერიძე - დეკანოზი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, მრავალმხრივი მოღვაწე და მეცნიერი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1894 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისსა და ფოთში. იკვლევდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საკეთხებს, კრებდა და აქვეყნებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. 1893-1894 წლებში ჟურნალ „მოამბეში“ დაიბეჭდა მისი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“ (ცალკე წიგნად — 1896, ქუთაისი). 1915 წელს გამოსცა ხალხური ზღაპრების, აფორიზმებისა და გამოცანების კრებული. შეადგინა სახელმძღვანელოები სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“, „ქართული ქრესტომათია“, „ქართული ენის გრამატიკა“ და სხვა. მელიტონ კელენჯერიძე ავტორია გამოკვლევებისა ქართული ეკლესიის ისტორიიდან: „გაბრიელი ეპისკოპოსი იმერეთისა“ (1913), „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ (1918), „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“ (რუსულ ენაზე, 1906) და სხვა.
Description: გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია
Owner: ცისანა ქოჩეჩაშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
14-dekanozi melitoni.jpg149.66 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.