Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/47316
Title: | მელიტონ კელენჯერიძის ხელნაწერი |
Keywords: | ხელნაწერი კელენჯერიძე, მელიტონ სპირიდონის ძე (1864-1942) |
Abstract: | მელიტონ კელენჯერიძე - დეკანოზი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, მრავალმხრივი მოღვაწე და მეცნიერი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1894 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისსა და ფოთში. იკვლევდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საკეთხებს, კრებდა და აქვეყნებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. 1893-1894 წლებში ჟურნალ „მოამბეში“ დაიბეჭდა მისი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“ (ცალკე წიგნად — 1896, ქუთაისი). 1915 წელს გამოსცა ხალხური ზღაპრების, აფორიზმებისა და გამოცანების კრებული. შეადგინა სახელმძღვანელოები სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“, „ქართული ქრესტომათია“, „ქართული ენის გრამატიკა“ და სხვა. მელიტონ კელენჯერიძე ავტორია გამოკვლევებისა ქართული ეკლესიის ისტორიიდან: „გაბრიელი ეპისკოპოსი იმერეთისა“ (1913), „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ (1918), „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“ (რუსულ ენაზე, 1906) და სხვა. |
Owner: | ცისანა ქოჩეჩაშვილი |
Appears in Collections: | ხელნაწერები |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
m.kelenjejrizis xelnaceri.jpg | 156.24 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.