Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/491096
Title: კოტე აფხაზი
Keywords: პორტრეტი
აფხაზი, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე (1867-1923)
საქართველოს ეროვნული გმირი
ქართველი საზოგადო მოღვაწე
ქართველი პოლიტიკური მოღვაწე
ქართველი სამხედრო მოღვაწე
რუსულ ოკუპაციას შეწირული ქართველი
Abstract: ნიკოლოზ (კოტე) აფხაზი - რუსული საოკუპაციო ძალის მიერ დახვრეტილი ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ცარისტული არმიის (1916) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის (1918) არტილერიის გენერალ-მაიორი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი (1917-1919), ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე (1921-1923), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1918), 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი (1922-1923). 1906-1913 წლებში თბილისის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრი. 1913 წელს ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი (მარშლი). 1913 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო კახეთის რკინიგზის მშენებლობა. აქტიური მონაწილე იყო ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა 1917 წლის სექტემბერში. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. კოტე აფხაზი არის საქართველოს ეროვნული გმირი (2023).
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Givi_Kobakhidze_(507).jpg182.39 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.