Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/498023
Title: ნამეტია გოგუაძე შალვა ამირეჯიბის საფლავთან
Keywords: პორტრეტი
ბერძენიშვილი, ნამეტია (ივლიტე) ანტონის ასული (1891-1988)
ნამეტია გოგუაძე
ქართველები უცხოეთში
ქართველები საფრანგეთში
ამირეჯიბი, შალვა გიორგის ძე (1887-1943)
ქართველი ემიგრანტი პოეტი
პოლიტიკური მოღვაწე
Abstract: ფოტოზე: ნამეტია (ივლიტე) ბერძენიშვილი - ქართველი სამხედრო მოღვაწის, ვლადიმერ გოგუაძის მეუღლე. ნამეტია (ივლიტე) ბერძენიშვილი - სახალხო გვარდიელი, მეუღლესთან ერთად იბრძოდა სახალხო გვარდიის ჯავშნოსან მატარებელზე და მასთან ერთდ წავიდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. ნამეტია ბერძენიშვილის ინიციატივით შეგროვებული იქნა თანხა, რომლითაც შეძენილ იქნა მიწა ქართული სასაფლაოსთვის და მოეწყო ლევილის ქართული სასაფლაო. მანამდე პარიზში და მის ახლომახლო მცხოვრები ქართველებიც სულ სხვადასხვა ადგილას საფლავდებოდნენ. ადგილობრივმა კომუნამ ემიგგრანტ ქართველებს ლევილს გარეთ მცხოვრებ ქართველების დასაფლავების ნებაც დართო. ამის გამო ნამეტიას „ლევილის დედა“ შეარქვეს. 1970-იანი წლების დამდეგს საფრანგეთში ქართული სათვისტომოს გამგეობამ, პირველად სათვისტომოს ისტორიაში, ნამეტიას საპატიო წევრის წოდება მიანიჭა; შალვა ამირეჯიბი - ქართველი ემიგრანტი პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი.
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Giorgi_Kobakhidze-2085.jpg239.77 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.