Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/498268
Title: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები
Keywords: ჯგუფური
ჟორდანია, ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)
გეგეჭკორი, ევგენი პეტრეს ძე (1881-1954)
ჩხეიძე, ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე (1864-1926)
კანდელაკი, კონსტანტინე (კოწია) პლატონის ძე (1883-1958)
რამიშვილი, ნოე ბესარიონის ძე (1881-1930)
ხომერიკი, ნოე გიორგის ძე (1883-1924)
Abstract: ფოტოზე (ფოტომონტაჟი): პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები: ნოე ჟორდანია - პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; ევგენი გეგეჭკორი - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართვეკლოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ეკავა იუსიტციის მინისტრის პოსტიც; იყო შუამავალი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. 1919 წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ზანგეზურში ცეცხლის შეწყვეტასა და სომხეთ-აზერბაიჯანის ხელშეკრულების დადებაში. 1920 წლის სექტემბერში მივლენილ იქნა ევროპაში საქართველოს დე იურედ აღიარებისთვის დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად; ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე; კონსტანტინე (კოწია) კანდელაკი - ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, მეცნიერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი; ნოე რამიშვილი - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, ამიერკავკასიის სეიმის წევრი (1918 წლის თებერვლიდან), ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი და ბათუმის სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარე ოსმალეთის იმპერიასთან მოლაპარაკებებისას; ნოე ხომერიკი - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი, დამფუძნებელი კრების წევრი.
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Giorgi_Kobakhidze-2052.jpg283.77 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.