Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/505158
Title: მემედ აბაშიძე და შალვა დადიანი
Keywords: ჯგუფური
აბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937)
ქართველი საზოგადო მოღვაწე
მწერალი
პუბლიცისტი
სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი
სტალინური რეპრესიების მსხვერპლი
დადიანი, შალვა ნიკოლოზის ძე (1874-1959)
ქართველი მწერალი
დრამატურგი
მსახიობი
მთარგმნელი
რეჟისორი
Abstract: ფოტოზე: ქალაქ ბაქოს ქართული სკოლისა და თეატრის ინიციატორები. მეორე რიგში მესამე ზის: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა; მეოთხე: შალვა დადიანი - ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, მთარგმნელი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი (1923). სკკპ-ის წევრი 1945 წლიდან; არის კომედიური ჟანრის ფუძემდებელი ქართულ საბჭოთა დრამატურგიაში. მის შემოქმედებაში მხილებულია საბჭოთა სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. ავტორია პირველი ისტორიული რომანისა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. დაწერილი აქვს აგრეთვე მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც.
Description: გურამ შარაძის კაბინეტი
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
2517.jpg114.65 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.