Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/505364
Title: მემედ აბაშიძე, ზია აბაშიძე, ყადირ შერვაშიძე და სულეიმან დიასამიძე
Keywords: ჯგუფური
აბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937)
აბაშიძე, ზია-ბეგ ჰუსეინის ძე (1875-1932)
შერვაშიძე, ყადირ (1887-1919)
დიასამიძე, სულეიმან (1893-1962)
Issue Date: 1918
Abstract: დგანან მარცხნიდან: ზია-ბეგ აბაშიძე (სანჯაკბეგიშვილი) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ქართველ მუსლიმთა წარმომადგენელი; ყადირ შერვაშიძე - ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი; სულეიმან დიასამიძე - ქართველი რევოლუციონერი, საზოგადო მოღვაწე. დაინტერესებული იყო ქართველი მუჰაჯირების ბედით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, მემედ და ჰაიდარ აბაშიძეებთან და სხვა მუსლიმან ქართველებთან ერთად დააარსა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი და იყო ამ კომიტეტის მდივანი. 1919 წლის 31 აგვისტოს კომიტეტმა დიდი დევნისა და პანთურქულ მხარესთან დაპირისპირებების შემდეგ, შექმნა სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი (საბჭო), რომელმაც ერთხმად დაადგინა საქართველოსთან აჭარის შეერთება ავტონომიის საფუძველზე. 1921 წელს მუშაობდა აჭარის ფინანსთა სახალხო კომისრად, შემდეგ თბილისში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; ზის: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა. ფოტო გადაღებულია 1918 წელს, ტრაპიზონის ციხიდან გაქცევის შემდეგ.
Description: გურამ შარაძის კაბინეტი
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
2617.jpg163.54 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.