Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/505370
Title: მემედ აბაშიძე და სულეიმან დიასამიძე
Keywords: ჯგუფური
აბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937)
მემედ-ბეგი
ქართველი საზოგადო მოღვაწე
მწერალი
პუბლიცისტი
სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი
სტალინური რეპრესიების მსხვერპლი
დიასამიძე, სულეიმან (1893-1962)
ქართველი რევოლუციონერი
Issue Date: 1918
Abstract: ფოტოზე შუაში: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა; გვერდით უდგას: სულეიმან დიასამიძე - ქართველი რევოლუციონერი, საზოგადო მოღვაწე. დაინტერესებული იყო ქართველი მუჰაჯირების ბედით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, მემედ და ჰაიდარ აბაშიძეებთან და სხვა მუსლიმან ქართველებთან ერთად დააარსა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი და იყო ამ კომიტეტის მდივანი. 1919 წლის 31 აგვისტოს კომიტეტმა დიდი დევნისა და პანთურქულ მხარესთან დაპირისპირებების შემდეგ, შექმნა სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი (საბჭო), რომელმაც ერთხმად დაადგინა საქართველოსთან აჭარის შეერთება ავტონომიის საფუძველზე. 1921 წელს მუშაობდა აჭარის ფინანსთა სახალხო კომისრად, შემდეგ თბილისში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
Description: გურამ შარაძის კაბინეტი
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
2582.jpgრექტო139.32 kBJPEGThumbnail
View/Open
2654.jpgვერსო226.22 kBJPEGThumbnail
View/Open
2655.jpgვერსო217.9 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.