Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51253
Title: ზაქარია ბიძინაშვილი
Keywords: პორტრეტი
ბიძინაშვილი, ზაქარია მოსეს ძე (1910-1976)
Abstract: ზაქარია ბიძინაშვილი - პარტიული მუშაკი, საქართველოს სსრ დამსახურებული აგრონომი. დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბაკურციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ შემდეგ 1934 წელს შევიდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე. 1939 წელს ინსტიტუტი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო ბაკურციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. 1940 წელს გაწვეული იქნა საბჭოთა არმიაში. 1940 წელს მიენიჭა უმცროსი ლეიტენანტის წოდება, 1941 წლის ივლისიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბრძოლებში, იყო ჯერ ოცეულის, შემდეგ ასეულის მეთაური სხვადასხვა ფრონტზე თერგიდან შავ ზღვამდე. 1944 წელს მძიმე ჭრილობის გამო უფროსი ლეტენანტის წოდებით დაბრუნდა არმიიდან და მუშაობა დაიწყო ტიბაანის საშულო სკოლის დირექტორად. 1945 წლიდან იგი პარტიულ სამუშაოზეა, ჯერ სიღნაღის რაიკომის ინსტრუქტორად, ხოლო 1946 წლიდან სიღნაღის რაიაღმასკომის მიწადმოქმედების განყოფილების გამგედ მუშაობდა, ხოლო 1952 წლიდან - სიღნაღის რაისაბჭოს აღმასკომის თავჯდომარედ გადაიყვანეს. 1953 წლის დეკემბერში მას საქართველოს კომპარტიის სიღნაღის რაიკომის პირველ მდივნად ირჩევენ. 1961 წლის დეკემბერში ზაქარია მოსეს ძე ბიძინაშვილი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საბჭოთა მეურნეობების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს, 1962 წლის მარტიდან კი - საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და დამზადების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 1963 წლის მაისიდან გარდაცვალებამდე(1976 წ) საქართველოს სსრ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო.
Owner: ლევან თაქთაქიშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Levan_taktakishvili_364.jpg131.69 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.