Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/512552
Title: ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი
Keywords: ჯგუფური
ჭავჭავაძე, ილია გრიგოლის ძე (1837 – 1907)
ქართველი სააზოგადო მოღვაწე
ქართველი პპოლიტიკოსი
ქართველი მწერალი
ქართველი ჟურნალისტი
თერგდალეული
გოგებაშვილი, იაკობ სიმონის ძე (1840-1912)
ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელი
ქართველი პედაგოგი
Abstract: ილია ჭავჭავაძე - ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატი 1906-1907 წლებში. გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში.სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა თაობას, რომლებმაც ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში მოდერნული, ევროპული იდეები და ხედვები შემოიტანეს. ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაარსდა და სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქართულ ჟურნალისტიკაში მის მიერ გამოცემულმა გაზეთებმა „საქართველოს მოამბემ“ და „ივერიამ“. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში პირველი ფინანსური დაწესებულების - სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნაში, ბანკის რესურსი უმეტესწილად საქართველოში სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, საქველმოქმედო პროექტებს ხმარდებოდა. მანვე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. მისი თაოსნობით გაიხსნა არაერთი სკოლა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რამაც საქართველოში რუსიფიკაციის პროცესი შეაჩერა; იაკობ გოგებაშვილი - ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
Description: ფოტოზე მარცხნიდან პირველი: ილია ჭავჭავაძე, მეორე - იაკობ გოგებაშვილი
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
2915.jpgრექტო89.89 kBJPEGThumbnail
View/Open
2916.jpgვერსო70.36 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.