Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51532
Title: ნიკოლოზ მიწიშვილი
Keywords: პორტრეტი
მიწიშვილი, ნიკოლოზ ბუდუს ძე (1896-1937)
რეპრესირებული
Abstract: ნიკოლოზ მიწიშვილი - დაპატიმრების მომენტამდე იყო „ზარია ვოსტოკას“ მხატვრული ლიტერატურის განყოფილების გამგე. ბრალად დაედო, რომ იყო ანტისაბჭოთა ფაშისტური, ნაციონალისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი. 1923 წელს, პარიზში ყოფნისას, მიწიშვილმა ორგანიზაციული კავშირი დაამყარა მენშევიკური ემიგრაციის ხელმძღვანელ ნოე ჟორდანიასთან და ამ უკანასკნელისგან მიიღო მითითებები საბჭოთა კავშირში კონტრრევოლუციური საქმიანობის წარმართვის შესახებ. 1924 წელს მიწიშვილმა ჯაშუშების, ქარუმიძისა და პირუმოვის მეშვეობით კავშირი დაამყარა ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაზვერვასთან და გადასცემდა მას პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის საიდუმლო ცნობებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი გახდა ლიტერატორთა კონტრრევოლუციური ფაშისტურ-ნაციონალისტური დაჯგუფების წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1935 წელს მიწიშვილმა ორგანიზაციული კავშირი დაამყარა საქართველოში ანტისაბჭოთა ცენტრთან და ტროცკისტ-ტერორისტ გასვიანის მეშვეობით მიიღო მითითება ტერორისტული და დივერსიული აქტების მომზადებაზე გადასვლის შესახებ. 1929 წელს ბრალდებული მიწიშვილი კვლავ გადაიბირა სხვა უცხო ქვეყნის დაზვერვამ, რომლის ჯაშუშურ დავალებებსაც იგი დაპატიმრებამდე ასრულებდა. დაპატიმრებულია 02.06-1927 წელს სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-4 განყ-ის მიერ. მიესაჯა დახვრეტა.
Owner: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
45186_miwiSvili_nikolozi_iosebi_1.jpg121.66 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.