Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/52219
Title: | შუშანა გალდავა |
Keywords: | პორტრეტი გალდავა, შუშანა ნესტორის ასული (1886- რეპრესირებული |
Abstract: | შუშანა გალდავა - დაპატიმრებამდე - ბავშვთა ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი. პროფესიით პედაგოგი. 1914 წელს დაამთავრა ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიის ფაკულტეტი თბილისში. ბრალად დაედო, რომ 1) 1929 წელს დააპატიმრეს და გაასამართლეს აქტიური არალეგალური საქმიანობისთვის. გადასახლებაშიც აგრძელებდა ტროცკისტულ საქმიანობას. თვალთმაქცურად გააკეთა ტროცკიზმისგან განდგომის განცხადება და 1931 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ დარჩა ურყევ ტროცკისტად; 2) 1934 წელს გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ შეხვდა აქტიურ არალეგალ ბენო კალანდაძეს, რომელთანაც ჰქონდა კონტრრევოლუციური საუბრები და უკანასკნელ დრომდე ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს სულაქველიძეს, დიდიძესა და დარახველიძესთან. ბრალი აღიარა ნაწილობრივ. მხილებულია დიდიძის, დარახველიძისა და სულაქველიძის ჩვენებებით. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ შუშანა ნესტორის ასულ გალდავას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით, 5 წლით პოლიტიკური უფლების აყრით, მთელი მისი კუთვნილი ქონების კონფისკაციით. სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს 1936 წლის 8 ოქტომბრიდან. 1937 წლის 23 აგვისტოს სპეციალური თანხლებით გადაგზავნილია ქ. იაროსლავლში იაროსლავლის ციხის უფროსის განკარგულებაში. |
Owner: | ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
46045_galdava_SuSana_nestoris asuli_1.jpg | 230.14 kB | JPEG | ![]() View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.