Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/52774
Title: დავით მდივანი
Keywords: ჯგუფური ფოტო
მდივანი დავით ზაქარიას ძე (1905-1984)
ემიგრანტები
Issue Date: 7-Mar-1940
Abstract: დავით მდივანი - დაიბადა ნიკოლოზ II–ის ამალის გენერალ–მაიორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილის ზაქარია მდივნისა და ქართულად აღზრდილი ნახევრად პოლონელი ელისაბედის ოჯახში. ზაქარიამ შეძლო უფროსი შვილებისათვის (სერგი, დავითი, ნინო) კარგი განათლება მიეცა. ისინი ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობენ. 1921 წ. მდივნების ოჯახი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს, ჯერ თურქეთში, საბოლოოდ კი პარიზში. დავითმა ძმის სერგის მსგავსად მალე დატოვა საფრანგეთი და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. დავითმა ძმასთან სერგისთან ერთად ბიზნესი წამოიწყო და ნავთობის კომპანია "pacifიc Shore Oil go" დაარსა. II მსოფლიო ომის დროს დავითმა ამერიკულ ჯარში დაიწყო სამსახური. 44 წლის ასაკში დავით მდივანი "სინკლერ ოილის" პრეზიდენტის ჰენრი სინკლესრის ქალიშვილზე ვირჯინიაზე დაქორწინდა და მასთან ერთი შვილი მაიკლი შეეძინა. თუმცა არ ეს ქორწინება გაგრძელებულა დიდხანს. 1964 წ. ვირჯინია და დავითი ერთმანეთს დაცილდნენ. ვირჯინია, ისევე როგორც მეი მიურეი, ამტკიცებდა რომ დავითს აუტანელი ხასიათი ჰქონდა. 1979 წ. ვირჯინია სინკლერ–მდივანი გარდაიცვალა და შვილს 30 მილიონიანი ქონება დაუტოვა.
Owner: სალომე ზურაბიშვილი
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Davit_Mdivani.jpg532.68 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.