Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/53603
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.date.accessioned | 2014-09-25T10:47:44Z | - |
dc.date.available | 2014-09-25T10:47:44Z | - |
dc.identifier.uri | http://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/53603 | - |
dc.description | გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია | en_US |
dc.description.abstract | მიხეილ (მიშა) კედია - პოლიტიკური ემიგრანტი 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ. ელისაბედ (ვალია) ვალია ფაჩულიასთან ჰყავდა ქალიშვილი დიკა და ვაჟი ზურაბი. მიხეილი თავდაპირველად ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში შევიდა, შემდეგ „თეთრი გიორგის“ წევრი გახდა. მონაწილეობდა „კავკასიის კონფედერაციის“ საქმიანობაში. ერთხანს, ცნობილ მოღვაწეებთან – ზურაბ ავალიშვილთან, რევაზ გაბაშვილთან, გიორგი კვინიტაძესთან და სხვებთან ერთად, ჰაიდარ ბამატის მიერ დაარსებულ ჟურნალ „კავკასიაში“ თანამშრომლობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა ერთი ჯგუფი საქართველოს გათავისუფლებას ომში გერმანიის გამარჯვებას უკავშირებდა. მათ კარგად ახსოვდათ გერმანიის როლი 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვის საქმეში. ამიტომ იმდროინდელ მეგობარს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საკითხების კომისარს გრაფ ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგს მიაკითხეს. 1941 წელს საფრანგეთის ოკუპაციის დროს ესესელებმა პარიზში სოციალ-დემოკრატების დაპატიმრება დაიწყეს. დაიჭირეს „ლტოლვილთა ოფისის“ მდივანი სოსიპატრე ასათიანიც. ქართველთა დაცვა მიხეილ კედიამ ითავა. მან ამ საქმეში დიდი ჭკუა, ტაქტი და დიპლომატია გამოამჟღავნა. 1943 წლის 26 ოქტომბერს დაარსდა „საკავშირო შტაბი“ მიხეილ კედიას ხელმძღვანელობით. კედიამ მანდატი მიიღო საქართველოს ყოფილი მთავრობისგან. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, კედია, კავკასიური საბჭოს წევრებთან ერთად, შვეიცარიაში გადავიდა. მოამზადა დაწვრილებითი ანგარიში არარუსი ეროვნული ჯგუფების ანტისაბჭოთა მოქმედებების შესახებ და მოკავშირეებს მიმართა თხოვნით, გადაერჩინათ მათი სამხედრო შენაერთები. სამწუხაროდ, 1945 წელს, მოკავშირეებმა რუსებს არა მარტო სამუშაოდ წაყვანილი ლტოლვილები და ბანაკებში მყოფი ტყვეები გადასცეს, არამედ სამხედრო ერთეულებიც. ცხოვრების ბოლო წლებში კედიამ დიდი უბედურება და სიდუხჭირე გამოიარა. ოჯახის, მეგობრებს მოშორებულმა, არტერიოსკლეროზით დაავადებულმა, მარტომ იკისრა პასუხისმგებლობა გერმანელებთან „კოლაბორაციონიზმზე“ და არ დაასახელა სხვები, თუმცა მრავალი საბუთის წარდგენა შეეძლო. 1955 წელს უსახსროდ, უიმედოდ დარჩენილმა ნებაყოფლობით მოისწრაფა სიცოცხლე. | en_US |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.subject | პორტრეტი | en_US |
dc.subject | კედია, მიხეილ (მიშა) მელქისედეკის ძე (1902-1952) | en_US |
dc.title | მიხეილ კედია | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | სალომე ზურაბიშვილი | en_US |
Appears in Collections: | ქართველები საზღვარგარეთ |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
levan036_7.jpg | 497.85 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.