Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/538285
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.contributor.authorგოგებაშვილი, ალექსანდრე (საშა)-
dc.coverage.spatialქუთაისი – ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ-ერთი ცენტრია საქართველოში.en_US
dc.date.accessioned2025-03-04T17:57:44Z-
dc.date.available2025-03-04T17:57:44Z-
dc.date.issued2025-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/538285-
dc.descriptionფოტო გადაღებულია ქუთაისში. ფოტოს გადარების ზუსტი თარიღი უცნობია.en_US
dc.description.abstractზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი (11.01.1957, თელავი) - ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, დამდგმელი მხატვარი. პაატა მოლორავა (27.06.1959, თბილისი - 24.05.2014, ქუთაისი) - დაიბადა მწერალ ლევან მილორავას ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და 1990 წელს კიევის ივ. კარპენკო-კარის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის სპეციალობით.საკუთარი სცენარებით გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: „იქ, ჩვენთან“, „წინა დღეს“; სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: „ვირთხა“, „ჯერ შეიცადეთ!..“ ფილმ „ვირთხა“-ს პრიზები: 1992 წელს - კიევის საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე ,,ოქროს არწივი“, პრიზი საუკეთესო რეჟისორული დებიუტისთვის; 1993 წელს - ქალაქ ლუნდის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს; 1994 წელს - ქალაქ ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე - საუკეთესო ფილმისთვის. 2006 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც დადგა წარმატებული სპექტაკლები: „კეთილშობილი მორიელი ბა“, ,,სიკვდილისთვის განწირული ათეული“, ,,გოდოს მოლოდინში“. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტსა და საჯარო სკოლაში. იყო ტელეკომპანია ,,რიონის“ საავტორო გადაცემა ,,ტაიმი“-ს ავტორი, რეჟისორი და თანაწამყვანი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შემოქმედებითი გაერთიანება „მამული“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი. კინოსტუდია ,,ქართული ფილმი“-ს სასცენარო- სარეჟისორო საბჭოს წევრი. იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი. მონაწილეობდა სამაჩაბლოს კონფლიქტსა და აფხაზეთის ომში.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectკოლელიშვილი, ზაზა (1957)en_US
dc.subjectმილორავა, პაატა ლევანის ძე (1959-2014)en_US
dc.titleპაატა მილორავა და ზაზა კოლელიშვილიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderეთერი ნაცვლიშვილი-გოგებაშვილიen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
L.Tcholadze 0441.jpgრექტო171.76 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.