Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/54057
Title: | ლევან და ოთარ ზურაბიშვილები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე |
Keywords: | ჯგუფური ფოტო ზურაბიშვილი, ლევან ივანეს ძე (1906-1975) ზურაბიშვილი, ოთარ ლევანის ძე (1950- ) საფრანგეთი ემიგრანტები 26 მაისი ეროვნული სამოსი ჩოხა დამოუკიდებლობის დღე პარიზი სცენა გედევანიშვილი, შოთა |
Abstract: | ლევან ზურაბიშვილი - ინჟინერი. პარიზის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე 1949-1951, 1961-1975 წწ. ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას უმცროსი ვაჟი. 1921 წლიდან ემიგრაციაშია. დაამთავრა სენტ-ბარბის კოლეჯი და სამთამადნო-საინჟინრო ინსტიტუტი. 39 წლის განმავლობაში მუშაობდა "სიმკა–კრაისლერში". იყო „ქართველ უმუშევართა დამხმარე კომიტეტის“ მდივანი, „ქართველ ახალგაზრდათა წრის" ხელმძღვანელი; „ქართული ეროვნული ცენტრის", წმ. ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს და წმ. ქეთევანის ქართული ორთოდოქსალური ძმობის ერთ-ერთი დამაარსებელი; „თავისუფალ ქართველთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი მუდმივი თავმჯდომარე. მცირე ხნით იყო კორსიკაზე (1960 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა, საფრანგეთში ვიზიტის წინ, მოითხოვა ყველა „თეთრი ემიგრანტის“ ბანაკებში გაგზავნა. საფრანგეთის მთავრობამ, დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, 1 თვით, სახელმწიფო ხარჯებით კორსიკაზე გაგზავნა კგბ–ს შავ სიაში მოხვედრილი ემიგრანტები, მათ შორის ლევან ზურაბიშვილიც. გარდაიცვალა ლევან ზურაბიშვილი 1975 წლის 10 თებერვალს, პარიზში. დაკრძალულია ლევილში. მეუღლე – ზეინაბ მექის ასული კედია. შვილები – სალომე და ოთარ ზურაბიშვილები. ოთარ ზურაბიშვილი – საფრანგეთში ქართველთა ასოციაციისა და Georgia Proeuropa-ს პრეზიდენტი. შოთა გედევანიშვილი – ქართველი ემიგრანტი. |
Description: | სცენაზე დგანან მარცხნიდან: შოთა გედევანიშვილი (ჩოხაში), ლევან ზურაბიშვილი, უცნობი გოგონა და ოთარ ზურაბიშვილი (მაგიდასთან). გადაღებულია პარიზში, თარიღი უცნობია. |
Owner: | სალომე ზურაბიშვილი |
Appears in Collections: | ქართველები საზღვარგარეთ |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
26_maisi_3.jpg | 676 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.