ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/54067
სათაური: | არჩილ ზურაბიშვილი |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი ზურაბიშვილი, არჩილ ივანეს ძე (1896-1964) ემიგრანტები |
რეზიუმე: | არჩილ ზურაბიშვილი – ინჟინერი. ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას უფროსი ვაჟი. დაიბადა ქუთაისში 1896 წლის 25 აპრილს. 1914 წელს დაამთავრა თბილისის მე-5 გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის საარტილერიო სასწავლებელში. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა რუსეთის არმიის შემადგენლობაში. რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სამსახური განაგრძო ერთ-ერთ ქართულ სამხედრო უწყებაში, რომელსაც გენერალი ივანე ჯაფარიძე განაგებდა. 1919 წელს საქართველოს მთავრობამ სხვა ახალგაზრდებთან ერთად გაგზავნა საფრანგეთში სასწავლებლად. 1922 წელს სწავლა დაასრულა გრენობლის ელექტრო-ტექნიკურ ინსტიტუტში. საქართველოში აღარ დაბრუნებულა. მსახურობდა როლს-როისის საზოგადოებაში. 1928 წელს პარიზში შოთა ნიკოლაძესთან ერთად აღადგინა სპორტული საზოგადოება „შევარდენი“. ინჟინერ აპოლონ კობახიძესთან ერთად დააარსა „საფრანგეთში მყოფ ქართველ ინჟინერთა და ტექნიკოსთა საზოგადოება“. გარდაიცვალა 1964 წლის 19 იანვარს, პარიზში. |
აღწერილობა: | გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | სალომე ზურაბიშვილი |
შესულია კოლექციებში: | ქართველები საზღვარგარეთ |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Archil_Zurabishvili.jpg | 303.69 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება