Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/544645
Title: | მთაწმინდა. ფუნიკულიორი |
Keywords: | ფუნიკულიორი თბილისის ფუნიკულიორი მთაწმინდა თბილისი საქართველო |
Abstract: | თბილისის ფუნიკულიორი - სამთო-საბაგირო რკინიგზა ქვედა და ზედა სადგურებით, კულტურისა და დასვენების კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე. ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის. ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს. მის საექსპლუატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა. მგზავრობის პირველი მსურველების წასახალისებლად, ფუნიკულიორის მფლობელმა, ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოაცხადა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა |
Owner: | საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა |
Appears in Collections: | დეპოზიტარიუმი |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.