Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/546424
Title: | ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი |
Keywords: | ხედი შენობა ხელოვნების მუზეუმი თბილისი საქართველო უცნობი ადამიანები შენობა სვეტებით ხე |
Abstract: | შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (შემოკლებით ხელოვნების მუზეუმი) - წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშთა უდიდეს სახელმწიფო საცავ-მუზეუმს საქართველოში. დაარსდა 1920 წელს დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით როგორც საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა. 1932 წლის 5 აგვისტოს გალერეის ბაზაზე ჩამოყალიბდა სახვითი ხელოვნების ცენტრალური მუზეუმი, სადაც გაერთიანდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების და თსუ-ის ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმის კოლექციები. 1933 წლიდან ეწოდებოდა სახვითი ხელოვნების ცენტრალური მუზეუმი „მეტეხი“. 1950 წლიდა ეწოდა საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. 1984 წლისთვის მუზეუმში დაცული იყო 60 ათასამდე ექსპონატი. მუზეუმში ინახება ქართული ხელოვნების ნიმუშები უძველესი დროიდან დღემდე. შენობა 1835 წელს მდიდარმა ვაჭარმა იაკობ ზუბალაშვილმა ააგებინა შვეიცარიელ არქიტექტორს ჯუზეპე ბერნარდაცის რუსეთში იმ დროს მოდურ კლასიცისტურ სტილში. თავდაპირველად შენობაში სასტუმრო იყო განთავსებული. 1840 წელს იგი საეგზარქოსომ შეიძინა და მასში სასულიერი სემონარია განათავსა. 1950 წელს, შენობის რეკონსტრუქვიის შემდეგ, ბინა საქართველოს ხელოვნების მუზეუმმა დაიდო |
Owner: | საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა |
Appears in Collections: | დეპოზიტარიუმი |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Songhulia (51).jpg | 128.34 kB | JPEG | ![]() View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.