Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/551770
Title: | ილია სიხარულიძე, მინას შადოიანი, კოტე ბოლქვაძე |
Keywords: | ჯგუფური ფოტო სიხარულიძე, ილია შადოიანი, მინას ბოლქვაძე, კოტე |
Issue Date: | 2025 |
Description: | სურათზე: ინსტიტუტის ჩემპიონატი ჭადრაკში. წინა მერხზე: ილია სიხარულიძე („უშანგიჩი“), მინას შადოიანი (მინასა), კოტე ბოლქვაძე („მაქსიმიჩი“); სრულიად ახალგაზრდა ილია სიხარულიძე ჯერ მაღალმთიან აჭარაში მუშაობდა მასწავლებლად, ამიტომ ბევრ იქაურს იცნობდა, მას კი თითქმის ყველა სცნობდა. მერე ინსტიტუტის კადრების განყოფილების გამგედ დაინიშნა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა. მინას შადოიანის ნამდვილი სახელი სენაქერიმი იყო, მაგრამ დიდიან პატარიანად ყველა მინასას ვეძახოდით. ის ართვინელი სომხების შვილი იყო. ისინი ქემალის თურქეთში სომხების ხოცვა-ჟლეტას ართვინიდან ბათუმში გამოექცნენ. მინასა ჩვენთან „ხელმარჯვე ოსტატად“ მუშაობდა, სულ სადურგლო-საზეინკლო ხელსაწყოებით დატენილ ყუთს დაატარებდა და დიდი აკურატულობით ასრულებდა მასზე მინდობილ საქმეს, აახლებდა და არემონტებდა ყველაფერს. უკვე მოგვიანებით ასაკოვანი მინას შადოიანი შვილმა აშშ-ში წაიყვანა. |
Owner: | ზურაბ შაშიკაძე |
Appears in Collections: | ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Zurab_Shashikadze.5.jpg | 78.73 kB | JPEG | ![]() View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.