Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/555734
Title: | ლევან სვანაძე და მაცაცო ლოსაბერიძე |
Authors: | გოგებაშვილი, ალექსანდრე (საშა) |
Keywords: | ჯგუფური ფოტო სვანაძე, ლევანი (1928-2021) ლოსაბერიძე, ალექსანდრა (მაცაცო (1958-2013) |
Abstract: | ლევან სვანაძე (30.07.1928-25.12.2021) - ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. 2004 წლის 5 თებერვლიდან 22 აპრილამდე იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. ღირსების ორდერის კავალერი. სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების ავტორი. მაცაცო ლოსაბერიძე (22.08.1958-22.02.2013) - მწერალი, პედაგოგი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. იყო იმერეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრი. 2001 წელს, აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2005 წელს, გაზეთში გამოქვეყნებული აქტუალური წერილებისათვის მიენიჭა გაზეთის „უქიმერიონი“ პრემია. 2006 წელს, აჭარელი პოეტ ზურაბ გორგილაძის შემოქმედების პოპულარიზაციისათვის მიენიჭა ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურული პრემია. 2009 წელს საქართველოს მწერალთა კავშირმა მიანიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიტერატურული პრემია, ხოლო 2010 წელს იგი ოთარ მამფორიას სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა. გამოცემული აქვს წიგნები „ქალის ფენომენი გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში“, „შორეული ასოციაციები სიახლოვისათვის“ და „იდუმალება“. დაკრძალულია ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. |
Description: | ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია. |
Owner: | ეთერ ნაცვლიშვილი-გოგებაშვილი |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
L.Tcholadze 0413.jpg | რექტო | 126.79 kB | JPEG | ![]() View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.