Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/556115
Title: ქეთი ბერძენიშვილი და თეა ჩეჩელაშვილი
Other Titles: ქართული ჟურნალისტიკის დღე ბიბლიოთეკაში
Keywords: ჯგუფური ფოტო
ბერძენიშვილი, ქეთევანი (ქეთი) (1972-2023)
ჩეჩელაშვილი, თეა (1972)
ჟურნალისტი
Issue Date: 21-Mar-2014
Abstract: ქეთევან ბერძენიშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ჟურნალისტი. სამოქალაქო აქტივისტი. ტელეკომპანია "რიონის" (ქუთაისი) მუსიკალური გადაცემების წამყვანი 1992-1995 წლებში. რადიო "ძველი ქალაქის" ერთ-ერთი დამფუძნებელი (1995) და პროგრამების დირექტორი. 2003-2004 წწ. გაიარა "დოიჩე ველეს" აკადემიის საინფორმაციო მასალებისა და საეთერო მომზადების ჟურნალისტიკის კურსები. 2004 წლიდან გახდა რადიო თავისუფლების პროგრამა "დღეს დილით" კორესპონდენტი, შემდეგ რეგიონალური კორესპოდენტი ქუთაისში 2017-2020 წლებში. აშუქებდა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს. ამასთან, 2004 წლიდან რადიო „ძველ ქალაქთან" თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისიდან ამზადებდა რეპორტაჟებს რადიო თავისუფლებისთვის. 2012 წელს სწავლობდა ნიდერლანდების მრავალპარტიული ინსტიტუტის "დემოკრატიის სკოლაში". 2013 წლიდან საჯარო დებატების პროექტის ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მოდერატორია ქუთაისში. 2014 წლიდან არის ორგანიზაცია "ხიდი-სოციალური ინკლუზიისთვის" გამგეობის წევრი, ასევე, "გენდერის მედიაცენტრის" დირექტორი. 2018 წლიდან არის ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის „გენდერული საბჭოს“ წევრი, ქ.ქუთაისის მერთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრი.
Description: ფოტო გადაღებულია ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ანტონ ლორტქიფანიძის სახელობის სამკითხველო დარბაზში ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
Owner: ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
L.Tcholadze 0437.jpgრექტო50.31 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.