Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/62336
Title: ელისე პატარიძე და თამარ ალშიბაია-პატარიძე
Keywords: ჯგუფური ფოტო
პატარიძე, ელისე (1896-1975)
ალშიბაია-პატარიძე, თამარ
Abstract: პატარიძე ელისე - 1917 წელს, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, თბილისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, ჩაირიცხა. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი და მთავარი კომიტეტის მდივანი. თანამშრომლობდა პარტიის ორგანო „საქართველოში“, პატარიძე, ასევე, იყო ედპ-ს დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი ბათუმის ოლქიდან. წითელი არმიის შემოჭრისას, იბრძოდა ტაბახმელაში და კოჯორში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში არ წასულა. აქტიურად თანამშრომლობდა ანტიბოლშევიკური აჯანყების ორგანიზატორებთან, „დამკომთან“. აჯანყების დამარცხების შემდეგ, შალვა ამირეჯიბთან ერთად, საქართველო დატოვა. ემიგრაციაში ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობას. მისი დამსახურებაა, რომ ვალენტინში ამოქმედდა ქართული სტამბა, დიმიტრი სინჯიკაშვილთან ერთად. ამ სტამბაში გამოიცა ალექსანდრე ასათიანის, ზურაბ ავალიშვილის წიგნები. აქვე იბეჭდებოდა „სამშობლო“ და „მხედარი“. 1930 წლიდან მსახურობდა საავტომობილო ფირმა „პეჟოს“ ბიუროში, პარიზში. ელისე პატარიძე იყო პარიზის ქართული ეკლესიის ერთ–ერთი დამაარსებელი, სამრევლო საბჭოს მდივანი. (შალვა აბდუშელიშვილის შემდეგ, გარკვეული ხნით ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე იყო. ლევან ზურაბიშვილთან ერთად, დააარსა „ქართული ეროვნული ცენტრი“. მეორე მსოფლო ომის დამთავრების შემდეგ, ხელმძღვანელობდა „ივერიას“, რომლის დამაარსებელი, ალექსანდრე ასათიანი, ესპანეთში იმყოფებოდა. ჰყავდა მეუღლე, თამარ ალშიბაია. შვილები თინა, გულნარა და ოთარ პატარიძეები. ელისე პატარიძე დაკრძალულია ლევილში
Description: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
Owner: დამანა მდივნიშვილი
Appears in Collections:დამანა მდივნიშვილის კოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Pataridze-Alshiabaia.jpg191.59 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.