Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/63649
Title: გრაფი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბერგი
Keywords: პორტრეტი
შულენბერგი, ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ (1875–1944)
Abstract: ვერნერ ფრიდრიხ შულენბერგი - დიპლომატი, საქართველოში გერმანიის ვიცე-კონსული 1911-14 წლებში, გერმანიის მთავრობის დროებითი წარმომადგენელი თბილისში. დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს დელეგაციაზე და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობაზე. შულენბურგი არაფორმალურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ჯერ თბილისში, ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელობასთან, შემდეგ კი - ბათუმში ჩასულ ნოე ჟორდანიასთან. შულენბურგსვე ეკუთვნის ე.წ. Schutzstaat-ის (დაცული სახელმწიფო) იდეა, ანუ გერმანიის პროტექტორატის ქვეშ ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა. 1915 წ. თურქეთის ქ. სამსუნში ქართული ლეგიონის შემქმნელი და პირველი მეთაური. ლეგიონი შესდგებოდა ქართველი მოხალისეებისგან, რომლებიც იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს. 1918 წ. გერმანული დელეგაციის შემადგენლობაში იღებდა მონაწილეობას მოლაპარაკებებში საქართველოს სოციალ–დემოკრატიულ მთავრობასთან; შეიტანა დიდი წვლილი ქართულ–გერმანული ხელშეკრულების მომზადებაში, რომლითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იქნა ცნობილი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. 1918 წ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დამოუკიდებელ საქართველოში. დაჯილდოვებულია წმინდა თამარ მეფის ორდენით
Description: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ლევან ურუშაძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
VonDerSchullenburg.jpg508.83 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.