Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/6388
Title: ომისა და შრომის ვეტერანი ვიქტორ ალექსანდრეს ძე ჩაჩიბაია მეგობართან ერთად
Description: ვიქტორ ალექსანდრეს ძე ჩაჩიბაია (ფოტოზე გამოსახულია მარცხნივ)დაიბადა 1902 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში. ომისა და შრომის ვეტერანი, საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი, საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირისა და საზოგადოება ,,ცოდნის“ წევრი. 1932 წელს ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივანი, შემდგომში საქართველოს კომპარტიის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, გაგრის მეციტრუსეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, საქართველოს სსრ დამზადების სახალხო კომისრის მოადგილე, 1940-41 წლებში საქართველოს მეცხოველეობის ტრესტის მმართველი, 1941-46 წლებში მსახურობდა არმიის რიგებში, დემობილიზაციის შემდეგ "საქწიგნის" განყოფილების გამგე. გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს საზოგადოება "ცოდნის" ხაზით. იყო თბილისის ყოფილი ლენინის რაიონის ვეტერან კომუნისტთა და სამამულო ომის ვეტერანთა საბჭოს წევრი, გარდაიცვალა 1987 წელს თბილისში. დასაფლავებულია მუხათგვერდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Owner: მარო ჩაჩიბაია-გვარამია
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა
Appears in Collections:ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
04 Viqtor Aleqsis dze CHaChibaia.jpg164.12 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.