Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/64381
Title: | რიმა ერისთავი |
Keywords: | ერისთავი, რიმა ნიკოლოზის ასული (1902-1982) ემიგრანტი პორტრეტი |
Abstract: | რიმა ერისთავი - ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავის დეიდაშვილი. რიმა დაარქვეს მათი ოჯახის მეგობრის, ალექსანდრე III ბალტიის სამხედრო ფლოტის ადმირალის გლაზენაპის მეუღლის საპატივცემულოდ, რომელიც მისი ნათლია იყო. რიმას მამა გარდაიცვალა 1907 წელს. დედა თამარ ერისთავი, პარიზში გაემგზავრა საცხოვრებლად, სადაც მოგვიანებით ემიგრაციის ბოლო ნაკადთან ერთად წასულმა მერი შერვაშიძემ, თან წაიყვანა 16 წლის რიმაც. პარიზის საზოგადოებისათვის რიმა ცნობილი იყო როგორც “Prencesse Rimma Eristoff”. სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით როგორც ქართველ და რუს, ასევე ფრანგულ არისტოკრატიაში. გამოირჩეოდა მომხიბვლელი გარეგნობით, დახვეწილი გემოვნებითა და საოცარი მუსიკალური ნიჭით. ლამაზი გარეგნობის და არისტოკრატული წარმომავლობის გამო, მასთან თანამშრომლობდნენ პარიზის თითქმის ყველა ცნობილი და წამყვანი სამოდელო სახლები, რომლებიც გადასცემდნენ საკუთრებაში მათ მიერ შექმნილ ახალ მოდელს, რათა რიმას ჩაეცვა და გამოეჩინა ეს მოდელი მაღალ საზოგადოებაში. რიმა ერისთავი არ გათხოვილა. იგი გარდაიცვალა პარიზში 1982 წელს. დაკრძალულია ლევილში |
Description: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
Owner: | მარინა ელიოზიშვილი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Rima_Eristavi_03.jpg | 768.38 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.