Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/65437
Title: | საქართველოს პრეზიდენტი ედუარ შევარდნაძე იმ ქალბატონებთან ერთად, რომლებსაც 2003 წლის 8 მარტს გადასცა ღირსების ორდენი |
Keywords: | ჯგუფური ფოტო შევარდნაძე, ედუარდ ამბროსის ძე (1928-2014) ხარშილაძე, ქრისტინე (ნინა) მაკარის ასული (1922-2014) ღირსების ორდენი |
Issue Date: | 8-May-2003 |
Abstract: | ედუარდ შევარდნაძე - ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი 1972-1985 წწ. 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი (1995-2003 წწ.). ქრისტინე ხარშილაძე - მეორე მსოფლიო ომის მრისხანე წლებში ბრძოლებით განვლო გზა თბილისიდან ბრესლაუმდე. მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ 46 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის N 1 საშ. სკოლაში. მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული პედაგოგის წოდება, ხალხთა მეგობრობის ორდენი, დიდი სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენი, ღირსების ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და სხვა ჯილდოები. ქრისტინე ხარშილაძის დაბადების 90-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი "თბილისიდან ბრესლაუმდე", სადაც მოცემულია ქრისტინე (ნინა) ხარშილაძის მიერ გავლილი გზა და მისი ცხოვრების ისტორია. წიგნი განკუთვნილია მეორე მსოფლიო ომის ისტორიით, პედაგოგიური მოღვაწეობითა და მემუარული ლიტერატურით დაინტერესებული ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის. სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლას მინიჭებული აქვს ქრისტინე ხარშილაძის სახელი. |
Description: | საქართველოს მთავრობის სხდომათა დარბაზი. ცენტრში ზის: ქრისტინე (ნინა) ხარშილაძე. მეორე რიგში მარცხნიდან მეხუთე: ედუარდ შევარდნაძე. ფოტო შეტანილია წიგნში "თბილისიდან ბრესლაუმდე". |
Owner: | რევაზ მაჭარაშვილი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Revaz_Macharashvili-90.jpg | 225.94 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.