Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/66384
Title: გენერალი კვინიტაძე და ქართველი ოფიცრები
Keywords: ჯგუფური ფოტო
კვინიტაძე, გიორგი ივანეს ძე (1874-1970)
Issue Date: 1918
Abstract: გიორგი კვინიტაძე (ჩიქოვანი) - გენერალი რომლის სახელსაც დემოკრატიული საქართველოს პერიოდის ყველაზე წარმატებული სამხედრო ოპერაციები უკავშირდება.დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს უკვე ოფიცერია. სამხედრო სამსახური მან დაიწყო ვლადიკავკაზის 153–ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში. 1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს, 1916 წელს კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე–4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში,რისთვისაც დაჯილდოვდა წმ.გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციას კვინიტაძე გენერალ–მაიორის წოდებით შეხვდა. 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა ერთადერთი მიზნით, რომ ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის. 1918–1921 წწ. განმავლობაში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გენერალი კვინიტაძე ძალ–ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი, თუმცა მის ტიტანურ ძალისხმევას ზერელედ უყურებდა იმდროინდელი ხელისუფლება. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ დატოვა სამშობლო. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა
Owner: მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Shalikashvilis_Muzeumi041.jpgრექტო209.43 kBJPEGThumbnail
View/Open
Shalikashvilis_Muzeumi042.jpgვერსო96.91 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.