Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/67778
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.accessioned2014-12-11T11:43:37Z-
dc.date.available2014-12-11T11:43:37Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/67778-
dc.descriptionფოტოს გადაღების თარიღი უცნობიაen_US
dc.description.abstractზაქარია ჯორჯაძე - მეღვინე. აგრონომიული განათლება ავსტრიაში მიიღო. 1875 წელს ზ. ა. ჯორჯაძე მუშაობს ღვინის სარდაფში ქ. დიუბლიგში, ვენის მახლობლად. მალე ზაქარია ჯორჯაძე მტკიცე თეორიული და პრაქტიკული ცოდნით შეიარაღებული სამშობლოში ბრუნდება და მიმართავს მრავალ ღონისძიებას ქართული და საზოგადოდ, კავკასიური მეღვინეობის გაფართოებისა და განვითარების მიზნით. აარსებს სავაჭრო ფირმას: "ზ. ა. ჯოჯრაძე და კომპანია”, ამ ფირმის ღვინის სარდაფი დაარსებულ იქნა თბილისში, გოგოლევის ქუჩაზე ("სამტრესტის” ყოფილ №2 ღვინის ქარხანა). ეს ფირმა ამზადებდა ღვინეობს გაუმჯობესებულ, სრულქმნილ საწყისებზე. ზ. ა. ჯორჯაძემ დ. ზ. სარაჯიშვილთან ერთად დიდი შრომა და ენერგია მოანდომა საკონიაკე საქმის განვითარებას, კერძოდ, ქარხნის აშენებას წყნეთის ქუჩაზე (ამჟამად სამტრესტის ლიქიორის ქარხანა). 1882 წელს ზაქარია ჯორჯაძემ დაიწყო ღვინის სარდაფის აშენება კახეთში, სოფ. საბუეში. სარდაფს ეკავა საკმაოდ დიდი ადგილი. მასში მოთავსებული იყო ღვინის დასადუღებელი და გადასამუშავებელი განყოფილება, ბნელი სარდაფები ძველი ღვინოების შესანახად. სარდაფის თავზე მოწყობილი იყო ფარდული ყურძნის მისაღებად და გადასამუშავებლად, აქედან ყურძნის წვენი მილების საშუალებით მიედინებოდა პირველ სართულზე და კასრებში თავსდებოდა. ღვინის სარდაფთან იყო სამი-ოთხი ნაგებობა მეღვინეებისათვის. სარდაფის დასავლეთ ნაწილში ინახებოდა კახური ტიპის ღვინო, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი სპეციალურად დათმობილი ჰქონდა ევროპული ტიპის ღვინოებს. ამავე ნაწილში ტარდებოდა ცდები სუფრის ღვინოების დასაყენებლად. გარდა ადგილზევე დაყენებული ღვინოებისა, ზ. ჯორჯაძეს ურმებით ჩამოჰქონდა საბუეში მაღალხარისხოვანი ღვინომასალები. ზ. ა. ჯორჯაძეს ჩამოყალიბებული ჰქონდა მეპაიეთა სააქციონერო საზოგადოება, რომლის საშუალებითაც ხდებოდა ყურძნისა და ღვინომასალების შესყიდვა. ეს შემსყიდველს აძლევდა საშუალებას თვითონ განესაზღვრა დაკრეფის დრო. ზაქარია ჯორჯაძემ სწორედ საბუის ღვინის სარდაფში დაყენებული ღვინო გაიტანა მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე ბრიუსელში 1888 წელს, რისთვისაც მის ავტორს მიენიჭა უმაღლესი ჯილდო – დიდი ოქროს მედალი. მეღვინეობის არც ერთი საკითხი, არც ერთი წამოწყება ზაქარია ჯორჯაძის მონაწილეობის გარეშე არ წყდებოდა. იგი იყო სოფლის მეურნეობის კავკასიის საზოგადოების ვიცე პრეზიდენტი. ზ. ა. ჯორჯაძე გარდაიცვალა 49 წლის ასაკშიen_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯორჯაძე, ზაქარია ალექსანდრეს ძე (1847-1895)en_US
dc.subjectმეღვინეებიen_US
dc.subjectპორტრეტიen_US
dc.titleზაქარია ჯორჯაძეen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლევან თაქთაქიშვილიen_US
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Zakaria_Jorjadze.jpg208.73 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.