Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/67817
Title: ნიკო დიასამიძე
Keywords: პორტრეტი
დიასამიძე, ნიკოლოზ (ნიკო) დავითის ძე (1845-1897)
ეროვნული სამოსი
ჩოხა
Abstract: ნიკოლოზ (ნიკო, ნიკა) დიასამიძე - თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გრიგოლ დიასამიძის მამა. ნიკოლოზ დიასამიძე სოლოლაკში, აგრეთვე სოფლებში: ბრილსა და საქაშეთში (სადაც მამულების და მდიდრულად გაწყობილი სახლების პატრონი იყო), გამართული ჰქონდა სალონები. ამ სალონებში იკრიბებოდა რჩეული საზოგადოება (აკაკი და გიორგი წერეთლები, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი...), იმართებოდა ლიტერატურული ღონისძიებები (ე.წ. ორშაბათები), თეატრალური წარმოდგენები. აქვე, სოფელ ბრილში ნიკო დიასამიძის სალონში - 1892 წლის 6 სექტემბერს შეიკრიბა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც მოგვიანებით გაზეთი "კვალი" დააარსა. 1877 წელს ნიკოლოზ დიასამიძემ და ალალო თუთაევმა (მწერალი, პუბლიცისტი, ქველმოქმედი) საკუთარი ხარჯით გორის ძველი როტონდა გადააკეთეს თეატრად, სადაც გორის "სცენის მოყვარულთა საზოგადოება" თეატრალურ წარმოდგენებს მართავდა. ნიკოლოზ დიასამიძე 1897 წლის 13 აგვისტოს მოკლეს სოფ. ბრილში რევოლუციურად განწყობილმა გლეხებმა.
Description: ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია
Owner: აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Akaki-Weretlis_Saxelmwifo _Muzeumi-001.jpgრექტო233.68 kBJPEGThumbnail
View/Open
Akaki-Weretlis_Saxelmwifo _Muzeumi-003.jpgვერსო258.97 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.