Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/68107
Title: თამარ ვასილის ასული ლაშქარაშვილი სტუმრად სიღნაღში
Authors: სილდირიანი, მ.
Keywords: ლაშქარაშვილი, თამარ ვასილის ასული (1916-?)
ბიძინაშვილი, ზაქარია მოსეს ძე (1910-1976)
სიღნაღი
Abstract: თამარ ლაშქარაშვილი - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, 1937-დან 1951 წლამდე პედაგოგიურ სამუშაოზეა. იგი მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო შემდეგ დირექტორად. 1951 წლის დეკემბრიდან 1952 წლის აპრილამდე იგი მუშაობდა საქართველოს კპ თბილისის საოლქო კომიტეტის განყოფილების გამგედ. 1953 წლის აპრილიდან საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივნად, ხოლო 1952 წლის სექტემბრიდან საქართველოს კპ თბილისის საოლქო კომიტეტის მდივნად. 1953 წლის აპრილიდან თ. ვ. ლაშქარაშვილი მუშაობდა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სკოლების განყოფილების გამგედ, ხოლო 1956 წლიდან, განყოფილების რეორგანიზაციის შემდეგ - მეცნიერების, სკოლებისა და კულტურის განყოფილების გამგის მოადგილედ. 1960 წლის მაისში თ. ვ. ლაშქარაშვილი დაინიშნა საქართველოს სსრ განათლების მინისტრად (1960-1976). დაჯილდოვებულია საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით. ზაქარია ბიძინაშვილი - სიღნაღის რაიკომის პირველი მდივანი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და დამზადების მინისტრის მოადგილე, საქართველოს სსრ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
Description: მარცხნიდან: პირველი - ზაქარია ბიძინაშვილი; მესამე - თამარ ლაშქარაშვილი. გადაღების თარიღი უცნობია
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BIdzinashvili.jpg775.81 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.