"ციფრული ფოტომატიანე" ზუგდიდში
2012 წელს ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა ჩაერთო პროექტში „ციფრული ფოტომატიანე“, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. კოლექცია ეძღვნება სამეგრელოს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. 2018 წლიდან ფოტოკოლექციას დაერქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ფოტოკოლექცია.
ყველა ოჯახში ინახება ფოტოალბომები, რომელშიც აისახება ამ ოჯახის წევრთა წარსული. ეს ფოტოები საზოგადოებისათვის ფრიად მნიშვნელოვანია და მათი მოძიებითა და ინტერნეტში განთავსებით ჩვენ უკეთ გავაცნობთ სრულიად საქართველოს და მსოფლიოს ჩვენს მხარეს და მომავალ თაობებს შევუნახავთ ისტორიას. ასე რომ შემოგვიერთდით, მოგვაწოდეთ თქვენი საოჯახო ფოტოები და ღია ბარათები. პროექტში მონაწილეობის მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:593983440; 557113112; 222304 ან მოიტანეთ თქვენი ფოტოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში. მისამართი: ქ.ზუგდიდი, მ.კოსტავას 58, II სართული.
Discover
- 673 ზუგდიდი
- 594 ჯგუფური ფოტო
- 107 ენგურჰესი
- 94 პორტრეტი
- 93 თანამშრომლები
- 93 კურორტი
- 69 თბილისი
- 47 ოჯახი
- 46 ჯვარი(ჯვარზენი)
- 45 ბავშვები
- next >
- 156 2000 - 2016
- 1048 1902 - 1999
- 1329 Image