Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/77801
Title: ნოდარ გვახარია
Keywords: გვახარია, ნოდარ
წყალბურთი
Abstract: ნოდარ გვახარია - წყალბურთელი. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1948-51, 56-61), მოსკოვის "დინამოსა" (1951-56) და სსრკ ნაკრებში (1951-60). იყო თბილისის "დინამოს" მოთამაშე-მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელი (1960-67), სსრკ ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (1962-64). მელბურნის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1956), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1958), ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი (1953) და ორგზის მეორე პრიზიორი (1955, 57), მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების მეორე პრიზიორი (1954), სსრკ ჩემპიონი (1953), ორგზის მეორე (1956, 60) და ორგზის მესამე პრიზიორი (1958, 59), სსრკ ხალხთა II სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1959). მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" სსრკ ჩემპიონატებში სამჯერ გახდა მეორე (1960, 62, 63) და ორჯერ - მესამე პრიზიორი (1964, 66). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
Description: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ქართული სპორტის მუზეუმი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Wkalburti-072.jpgრექტო185.38 kBJPEGThumbnail
View/Open
Wkalburti-073.jpgვერსო124.69 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.