Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/79256
Title: | გურულები ამერიკაში |
Keywords: | გურულები ამერიკაში გურული მოჯირითეები ამერიკა ჯგუფური ფოტო |
Abstract: | გურული ცხენოსნები - გურული მხედრები პირველად საზღვარგარეთ საჯირითოდ 1892 წელს გაემგზავრნენ . ისინი ინგლისში შეუერთდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილ ქოუდის “Wild West show” - ველური დასავლეთის შოუს, ხოლო 1893 წელს კი გურულები აშშ-ში ჩავიდნენ. გურულები ,,რუსი კაზაკების” სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და სხვა ცირკებისა და შოუების არენებზე, მათ საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს ქაუბოებზე. დასავლეთის განთქმული მკვლევარი და ისტორიკოსი დი ბრაუნი წერდა: `ცხენზე ჯირითი როდეოში შემოიტანეს თავზეხელაღებულმა კაზაკებმა. კაზაკების თავბრუდამხვევი ტრიუკებით დაინტერესებულმა ქაუბოებმა ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში.” ამერიკული გაზეთები წერდნენ ქართველების განუმეორებელ ჯირითზე: "ისინი უნაგირზე ხელებზე და ფეხებზე დამდგარი აჭენებდნენ ცხენებს". "კაზაკი" ცხენოსნების შესახებ ინფორმაციამ მალე სამეფო ოჯახის ყურამდეც მიაღწია. 1892 წლის 25 ივნისს, ქართველები ივანე მახარაძის თაოსნობით, წარდგნენ დედოფლის, სამეფო ოჯახისა და სხვა არისტოკრატების წინაშე. წარმოდგენით აღფრთოვანებულმა დედოფალმა ვიქტორიამ მოოქროვილი ალბომი გადასცა მათ, სადაც მათი წარმოდგენის ამსახველი ფოტოები იყო მოთავსებული. (ალბომი ინახებოდა ივანე მახარაძის სახლში გურიაში და განადგურდა ხანძრის დროს). |
Description: | სხედან პირველ რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: სოლომონ იმნაძე, ესე ცინცაძე; მეორე რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ამერიკელი მამაკაცი ბავშვთან ერთად, დიმიტრი ცინცაძე, ლუკა ჩხარტიშვილი; დგანან მესამე რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ლუკა ჩხარტიშვილი, მიხა დარსალია, ჭყონიები, კირილე ხოფერია, მიხეილ ჩხარტიშვილი, მშვიდობაძე. |
Owner: | ქართული სპორტის მუზეუმი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Shua_Saukune1118.jpg | 231.61 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.