Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/827
Title: | იოსებ იმედაშვილი და ჰაიდარ აბაშიძე |
Keywords: | ჯგუფური ფოტო იმედაშვილი, იოსებ ზაქარიას ძე (1876-1952) აბაშიძე, ჰაიდარ ალის ძე (1893-1965) |
Issue Date: | 15-Jun-1940 |
Abstract: | იოსებ იმედაშვილი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე. ჰაიდარ აბაშიძე - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი. სანჯაყ–ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905–08 სწავლობდა ოსმალეთში. შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913–იდან მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთ საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ; ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. პირველი მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებს, მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. 1916 აჭარიდან გაასახლეს. 1918–20 იყო "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" აქტიური წევრი. მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას |
Description: | ფოტო გადაღებულია თბილისში |
Appears in Collections: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
imedashvili iosebi. +.abashidze haidari.g.jpg | 170.53 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.