Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/88419
Title: გიორგი კალანდაძე
Keywords: კალანდაძე, გიორგი ალექსანდრეს ძე (1911-1979)
ქართველი პოეტი
პორტრეტი
Abstract: გიორგი კალანდაძე - პოეტი. დაიბადა დაბა ძირულაში (ზესტაფონის რ-ნი). 1927 წელს, შვიდწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, ხოლო 1933 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1938წ. ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1942-1949 წლებში იყო რეპრესირებული საქართველოს დამოუკიდებლობისა-თვის მებრძოლ ჯგუფში თანამშრომლობისათვის. 1954 წ. დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წ. სადოქტორო დისერტაციები. 1957 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. გიორგი კალანდაძეს უკიდურესად რთულ, ისტორიული პარადოქსებით სავსე, ძალადობისა და ანტიეროვნული პოლიტიკის პირობებში მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა. ყოველივე ეს პირდაპირ შეეხო პოეტს. იგი ჯერ შუააზიაში გადაასახლეს; შემდეგ კი, წლების მანძილზე დედაქალაქში ცხოვრება აუკრძალეს. მიუხედავად ამისა, გიორგი კალანდაძის პოეზია ოპტიმისტური ჟღერადობისაა. გამონაკლისს წარმოადგენს თვით გადასახლების დროს შექმნილი ლექსების ნაწილი
Description: ფოტოს გადაღბის ადგილი და თარიღი უცნოობია
Owner: გიორგი კალანდაძე [1]
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
giorgi kalandadze 1.jpg105.33 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.