Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/9040
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.accessioned2013-01-17T07:47:00Z-
dc.date.available2013-01-17T07:47:00Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/9040-
dc.descriptionგადაღების თარიღი უცნობიაen_US
dc.description.abstractმაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი - ისტორიკოსი. 1910 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1912-1916 წლებში სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მუშაობდა მდივნის მოადგილედქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში. 1918 წლიდან მასწავლებლობდა. 1921-1925 წლებში მუშაობდა შრომის სახკომში, განსახკომში, თბილისის აღმასკომის სახალხო განათლების განყოფილებაში. დიდი შრომა გასწია ქართულ საადმინისტრაციო-საკანცელარიო ტერმინოლოგიის შესაქმნელად. 1925-1932 წლებში იყო საქართველოს წიგნის პალატის გამგე, შემდეგ გამგის მოადგილე. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა წიგნის პალატის ორგანოები:"ბიბლიოგრაფიის მოამბე", "წიგნის მატიანე", "გაზეთის მატიანე". 1932-1934 წლებში ბერძნიშვილი მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში სიტყვანის განყოფილების გამგედ. 1937 მონაწილეობდა რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში. 1934-1954 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის, გორისა და ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტებში კითხულობდა ლექციების კურსს ძველი აღმოსავლეთისა და საბერძნეთ-რომის ისტორიაში. 1945 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლიგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. მისი გამოკვლევა "ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის" (1941, გამოქვეყნდა 1969) პირველი ქართული მონოგრაფიაა ანტიკური ხანის საქართველოს ქალაქების შესახებ. პარალელურად ბერძნიშვილი იკვლევდა XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის და საზოგადოებრივი აზრის ისტორიას.en_US
dc.subjectპორტრეტიen_US
dc.subjectბერძნიშვილი, მაქსიმე დავითის ძე (1889-1967)en_US
dc.titleმაქსიმე ბერძნიშვილიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderნიკოლოზ უგრელიძეen_US
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Berdznishvili_Maqsime-20.jpg162.61 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.